საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები შემადგენლობა:
თითოეული კაფსულის შემადგენლობაში აქტიური კომპონენტების სახით შედის: Saccharomyces boulardii, Lactobacillus rhamnosus (GG), Lactobacillus acidophilus, Bifidobacterium longum კუჭის მჟავე გარემოს მიმართ მდგრადი ბაქტერიები 5 მილიარდი შტამი, ვიტამინი D – 10მკგ( 400 ს.ე.) დამხმარე საშუალებები: მალტოდექსტრინი, ჰიდროქსი მეთილპროპილცელულოზა, ნატრიუმ კარბოქსიმეთილ ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ასკორბინის მჟავა, სილიციუმის დიოქსიდი. კაფსულა: ჟელატინი. მედიკობიოტიკში შემავალი ბაქტერიები არის მიკროკაფსულირებული Danico USA შტამების სახით. კაფსულა - ბელგიაში წარმოებული DR Capsugell- ი, რაც უზრუნველყოფს მასში მოქცეული შტამების მაქსიმალური სიცოცხლისუნარიოანის შენარჩუნებას.
ჩვენებები: • ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის დარღვევის - დისბაქტერიოზის სიმპტომების პროფილაქტიკა და მკურნალობა; • დისბაქტერიოზი ბავშვებსა და მოზრდილებში • დიარეა • ყაბზობა; • მწვავე ნაწლავური ინფექციები • გასტროენტეროკოლიტი (მწვავე და ქრონიკული). • იმუნოდეფიციტური მდგომარეობები. • საფაღარათო საშუალებების ხანგრძლივი გამოყენება. • ვიტამინ D-ს დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა
გამოყენების წესი და დოზირება 1 თვიდან 6 წლამდე ბავშვებში: 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში უზმოზე 6 წლიდან ბავშვებში და მოზრდილებში: 1ან 2 კაფსულა დღეში ჭამამდე
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არასასურველი ურთიერთქმედებები აღნიშნული არ არის
გამოშვების ფორმა: კაფსულა №10 შესაძლებელია კაფსულის გახსნა და მისი შიგთავსის შერევა სხვადასხვა სითხესთან ( წყალი, წვენი).