კასპა წვეთები ორალური 30მლ ფლაკონი #1

კასპა წვეთები ორალური 30მლ ფლაკონი #1

ინდოეთი

ვასუ ჰელთქეა
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ყოველი 10მლ შეიცავს: შემდეგ ექსტრაქტს:
Anethum sowa (Soa) ხილი 40მგ
Acorus calamus (Vacha) ფესურა 10მგ
Plumbago zeylanica (Chitrak) ფესვი 6მგ
Trachyspermum ammi (Ajwain) ნაყოფი 5მგ
Mentha spicata (Pudina) ფოთლები 5მგ
Caesalpinia crista (Latakaranj) თესლი 4მგ
Embelia ribes (Vidang) ნაყოფი 4მგ
Elettaria cardamomum (Elaichi) ნაყოფი 3მგ
Hedychium spicatum (Shati) ფესურა 3მგ
Holarrhena antidysenterica (Indrayav) თესლი 2მგ
ფხვნილი:
შავი მარილი (Kala namak) მარილი 20მგ
ქვამარილი (Saindhav) მარილი 10მგ
Ferula foetida (Hingu) ექსუდატი 10მგ
Citrus acida (Nimbuk) წვენი ნაყოფი 10მგ
არომატიზებული სიროფი Q.S.
კონსერვანტები: ნატრიუმის ბენზოატი IP, ნატრიუმის მეთილპარაბენი IP, ნატრიუმის პროპილპარაბენი IP, ბრონოპოლი IP
ფერი: მტკიცე მწვანე FCF

ჩვენება: აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის სისტემას, ამცირებს დისპეპსიით გამოწვეულ შებერილობას, ახდენს მუცლის შებერილობის და მეტეორიზმის პრევენციას. კასპა წვეთები შეიცავს მცენარეებს რაც სასრგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. იგი ხელს უწყობს ჩვილებში და ბავშვებში კუჭ-ნაწლავის გაღიზიანების მოგვარებას, ამცირებს მუცლის შებერილობას, დისპეპსიას და კუჭ-ნაწლავის სპაზმს. იგი ასევე ხელს უწყობს ჭიებისგან გაწმენდას და უზრუნველყოფს საჭმლის ადეკვატურ მონელებას. კასპა წვეთები ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნორმალური ფიზიოლოგიური ფუნქციის აღდგენას, ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ჯირკვლების ფერმენტულ სეკრეციას, ხელს უწყობს საკვების ელემენტების ოპტიმალურ მონელებას და შეუძლია კუჭ-ნაწლავის ტრაქტი დაიცვას სხვადასხვა მიკრობული და პარაზიტული ინფექციებისგან. მთლიანი საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუმჯობესებით, კასპა წვეთები ბავშვებში ხელს უწყობს წონაში ადეკვატურად მატებას, ასევე უზრუნველყოფს მათ ჯანმრთელობას და კარგად ყოფნას.

დოზა: ბავშვები (6 თვიდან 2 წლამდე): 10-20 წვეთი. ყველა დოზა მიიღება კვებამდე 15 წუთით ადრე, 3-4-ჯერ დღეში ან ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

გვერდითი მოვლენები: გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება: პაციენტები რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

დოზის გადაჭარბება და მკურნალობა: ძალიან დიდი დოზის მიღებისას ბავშვებში შეიძლება აღინიშნოს კუჭის მსუბუქი გაღიზიანება და მიზანშეწონილია მსუბუქი კუჭ-ნაწლავის გაწმენდა, უნდა მოხდეს პროდუქტის მიღების შეწყვეტა და კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს პედიატრს.

ბავშვები (12 წლამდე ): გამოყენება რეკომენდებულია.

სიფრთხილის ზომები: გამოიყენება მხოლოდ შიგნით, მხოლოდ ექიმის დანიშნულების შესაბამისად. არასასურველი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში უნდა შეწყდეს წამლის მიღება და კონსულტაციისთვის მიემართოს პედიატრს. გამოყენება დაუშვებელია თუ ხუფი გატეხილია.

ფიზიკური მახასიათებლები: მუქი მწვანე ფერის თხევადი სიროფი, დამახასიათებელი სუნით და გემოთი.

გამოშვების ფორმა: 30მლ შიგნით მისაღები წვეთები ქარვისფერ პლასტმასის ბოთლში საწვეთურით.

შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. დაუშვებელია გაყინვა. გამოყენებამდე საჭიროა კარგად შენჯღრევა.

შენახვის ვადა: წარმოების თარიღიდან 3 წელი.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვასუ ჰელთქეა
ქვეყანა
ინდოეთი
ჯენერიკი
კომბ. პრეპარატი!
ფორმა
წვეთები ორალური
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
30მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი