იზიკოლ ბეიბი + წვეთები ორალური 15მლ #1

იზიკოლ ბეიბი + წვეთები ორალური 15მლ #1

პორტუგალია

ალიანდე

გამოიყენება დედის რძესთან და ჩვილის ფორმულასთან ერთად ლაქტოზის მონელების პროცესის გასაადვილებლად, რათა კომპენსირებული იყოს ლაქტაზას ფერმენტის დროებითი დეფიციტი სიცოცხლის პირველ თვეებში

პროდუქტის შესახებ

იზიკოლ ბეიბი + წვეთები ორალური

შემადგენლობა:

ინგრედიენტები: ლაქტაზა (45,000 ALU) დამხმარე ნივთიერებები: გლიცეროლი; წყალი; კალიუმის ქლორიდი; კალიუმის სორბატი.


რა არის Easycol Baby+?

Easycol Baby+ არის ფერმენტული დანამატი ლაქტაზას შემცველობით, რომელიც მოქმედებს მხოლოდ რძეზე. Easycol Baby+ შეიძლება გამოყენებულ იქნას დედის რძესთან და ჩვილის ფორმულასთან ერთად, ლაქტოზას მონელების პროცესის გასაადვილებლად, რათა კომპენსირებული იყოს ლაქტაზას ფერმენტის დროებითი დეფიციტი სიცოცხლის პირველ თვეებში. Easycol Baby+ არის ბუნებრივი და უსაფრთხო წვეთები, რომელიც ამცირებს დისკომფორტის შეგრძნებას და შედეგად - უნუგეშო ტირილის შეტევებს.


როგორ მოქმედებს Easycol Baby+?

Easycol Baby+ არის დანამატი, რომელიც მოქმედებს მხოლოდ დედის რძეში ან ჩვილის ფორმულაში არსებულ ლაქტოზაზე, რომელიც არ შეიწოვება ორგანიზმის მიერ. Easycol baby+ (ლაქტაზას ფერმენტი) შლის ლაქტოზას ორ მარტივ შაქრად - გალაქტოზად და გლუკოზად, რითაც ხელს უწყობს რძის უკეთეს მონელებას.
სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ ფერმენტ ლაქტაზათი დამუშავებული რძით გამოკვებილი ჩვილები მნიშვნელოვნად ნაკლებად ტირიან და ეს შედეგი აიხსნება რძის გაუმჯობესებული მონელებით.


როდის უნდა გამოვიყენოთ Easycol Baby+?

Easycol Baby+ უსაფრთხო პროდუქტია, რომლის გამოყენებაც სიცოცხლის პირველივე დღიდან არის შესაძლებელი. ლაქტოზის ცუდად მონელებასთან დაკავშირებული დისკომფორტი, როგორც წესი, ბუნებრივად ქრება 4 თვის შემდეგ, რადგან ორგანიზმი უფრო მეტად ავითარებს ენდოგენური ლაქტაზას გამომუშავების უნარს. ამ პერიოდში იწყება ნახევრად მყარი საკვების (ფაფები და სუპები) პირველად შეტანა ბავშვის რაციონში. ამ მომენტიდან შეგიძლიათ თანდათან შეამციროთ Easycol baby+-ის გამოყენება. თუმცა, თუ Easycol Baby+-ის დოზის შემცირების შემდეგ დისკომფორტი კვლავ გაჩნდება, რეკომენდებულია იგივე დოზის მიღება, რაც ადრე.


როგორ გამოვიყენოთ Easycol Baby+?

Easycol Baby+ შეიძლება გამოყენებულ იქნას დედის რძესთან და ხელოვნურ კვებასთან ერთად.
დედის რძესთან ერთად:

  • გამოწურული რძით კვების დროს: ცხრილში მითითებული წვეთების რაოდენობა პირდაპირ რძეს დაუმატეთ, კარგად აურიეთ და მიეცით ბავშვს.
  • ლაქტაციის პერიოდში: ცხრილში მითითებული წვეთების რაოდენობა ყავის კოვზით პირდაპირ პირში ჩაუდეთ ბავშვს ძუძუთი კვების წინ.

ხელოვნური რძით კვების შემთხვევაში: ცხრილში მითითებული წვეთების რაოდენობა დაუმატეთ კვებას და კარგად აურიეთ.

Easycol Baby+ არ ცვლის რძის გემოს და შეიძლება დაემატოს როგორც ცხელ, ასევე ცივ რძეს.


თუ წინასწარ ამზადებთ კვების ბოთლს, უბრალოდ დაამატეთ Easycol Baby+-ის 4 წვეთი და შეინახეთ მაცივარშიარაუმეტეს 4 საათის განმავლობაში.

ცხრილში მოცემულია Easycol Baby+ -ის დოზა ერთ კვებაზე. გამონაკლის შემთხვევებში, თუ თქვენს პატარას ძლიერი დისკომფორტი აწუხებს, შეგიძლიათ გაზარდოთ Easycol Baby+-ის დოზა თანდათანობით, თითო კვებაზე თითო წვეთისდამატებით -მაქსიმუმ 12 წვეთამდე.


ასაკი

რძის რაოდენობა ერთი კვებისთვის

წვეთების რაოდენობა ერთი კვებისთვის

ერთი კვებისთვის განკუთვნილი ლაქტაზას დოზა

კვებათა რაოდენობა დღე-ღამეში

დღიური დოზა

0-2 კვირა

60-დან 90 მლ-მდე

5 წვეთი

750 ALU*

6

4500 ALU

3-4 კვირა

120 მლ

6 წვეთი

900 ALU

6

5400 ALU

1-2 თვე

150 მლ

8 წვეთი

1200 ALU

5

6000 ALU

3-4 თვე

180 მლ

9 წვეთი

1350 ALU

5

6750 ALU

4 თვის ზემოთ

210 მლ

12 წვეთი

1800 ALU

4

7200 ALU



​გაფრთხილება:

არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზებს. საკვები დანამატი არ ცვლის ჯანსაღ კვებას. მნიშვნელოვანია დაბალანსებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა. პროდუქტი არ უნდა იქნას გამოყენებული მასში შემავალ ინგრედიენტებზე არსებული ჰიპერმგრძნობელობის და ალერგიის შემთხვევაში.


შენახვის წესი:

შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
დაიცავით სინათლისა და სითბოსგან. შეინახეთ პატარა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ალიანდე
ქვეყანა
პორტუგალია
ჯენერიკი
ლაქტაზას ფერმენტი
ფორმა
წვეთები ორალური
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
15მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი
ფარმადეპო | იზიკოლ ბეიბი + წვეთები ორალური 15მლ #1