იტომედი ტაბლეტი 50მგ #40

იტომედი ტაბლეტი 50მგ #40

ჩეხეთის რესპუბლიკა

პრო. მედ. ფარმა
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
დასახელება - იტომედი ტაბლეტი 50მგ #40
გამოყენების ჩვენებები:
პრეპარატი განკუთვნილია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის დაქვეითებით განპირობებული კუჭ-ნაწლავური სიმპტომების სამკურნალოდ:
- მუცლის შებერილობა;
- სწრაფად დანაყრების შეგრძნება;
- ტკივილი, ან დისკომფორტი მუცლის ზედა ნაწილში, რომელიც არ არის დაკავშირებული კუჭის წყლულოვან დაავადებასთან;
- ანორექსია;
- გულძმარვა;
- გულისრევა;
- ღებინება.
გამოყენების წესი და დოზა:
ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს 50 მგ (1 ტაბლეტი) 3-ჯერ დღე-ღამეში ჭამამდე. რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 150 მგ. მითითებული დოზა შეიძლება შემცირდეს ავადმყოფის ასაკის გათვალისწინებით, დაავადების მიმდინარეობის სიმძიმის მიხედვით. მკურნალობის ზუსტი დოზა და ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის კლინიკურ მდგომარეობაზე.
გვერდითი მოქმედება:
პრეპარატი იტომედი® ხასიათდება კარგი ამტანობით.
არახშირი:
- დიარეა;
- ყაბზობა;
- ტკივილი ეპიგასტრიუმში;
- მომატებული ნერწყვდენა;
- გულისრევა;
- სიყვითლე;
-ასპარტატამინოტრანსფერაზას და ალანინამინოტრანსფერაზას აქტივობის,
გამა-გლუტამილტრანსფერაზას (GGT), ტუტე ფოსფატაზას და ბილირუბინის დოზის მომატება;
- თავის ტკივილი;
- გაღიზიანებადობა;
- ძილის დარღვევები;
- ტკივილი ზურგის ან მკერდის არეში;
- ჰორმონ პროლაქტინის მომატება.
იშვიათად:
- ალერგიული რეაქციები: კანის ჰიპერემია, კანის ქავილი, გამონაყარი.
ზემოჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები ჩვეულებრივ არ არის ძლიერად გამოხატული და ქრება თერაპიის მოხსნის შემთხვევაში.
უკუჩვენებები:
- მომატებული მგრძნობელობა იტოპრიდისა ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ;
- კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, მექანიკური ობსტრუქცია ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია;
-ორსულობა;
-ლაქტაციის პერიოდი (ძუძუთი კვება);
-16 წლამდე ასაკის ბავშვები.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
პრო. მედ. ფარმა
ქვეყანა
ჩეხეთის რესპუბლიკა
ჯენერიკი
იტოპრიდი
დოზა
50მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
40
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი