პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: 1მლ შეიცავს 9 ბალახის ექსტრაქტს: მწარე იბერისი (ახალი მთლიანი მცენარის თხევადი ექსტრაქტი) (1:1,5-2,5) 0,15მლ (ექსტრაგენტი: 50% ეთანოლი მ-მ)); თხევადი ექსტრაქტი: სამკურნალო ანგელოზას მშრალი ფესვები (1:2,5-3,5) 0,1მლ; სააფთიაქო გვირილას მშრალი ყვავილები (1:2-4) 0,2მლ; ჩვეულებრივი კვლიავის მშრალი ნაყოფი (1:2,5-3,5) 0,1მლ; ბაყაყურას მწიფე მშრალი ნაყოფი (1:2,5-3,5) 0,1მლ; სამკურნალო ბარამბოს მშრალი ფოთლები (1:2,5-3,5) 0,1მლ; ბაღის პიტნის მშრალი ფოთლები (1:2,5-3,5) 0,05მლ; ქრისტესისხლას მშრალი ბალახი (1:2,5-3,5) 0,1მლ; ძირტკბილას მშრალი ფესვები (1:2,5-3,5) 0,1მლ; (ექსტრაგენტი მთელი მშრალი სამკურნალო ნედლეულისთვის: 30% ეთანოლი მ-მ)); სპირტის შემცველობა 31% (მ-მ).
ჩვენებები: კუჭ-ნაწლავის ფუნქციურ და მოტილობასთან დაკავშირებული დარღვევების სამკურნალოდ, როგორიც არის ფუნქციური დისპეფსია და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ასევე გასტრიტის სიმპტომატიკური მკურნალობისათვის კომპლექსურ თერაპიაში.
ეს დარღვევები ძირითადად ვლინდება ისეთი სიმპტომებით, როგორიც არის ტკივილი კუჭის არეში, შებერილობა, მეტეორიზმი, კუჭ-ნაწლავის სპაზმი, გულისრევა და გულძმარვა.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალ მოქმედ ნივთიერებებზე.
იბეროგასტის გამოყენება 3 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებისათვის არ შეიძლება, ამ ჯგუფის ასაკში მისი გამოყენების შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.
გამოყენების მეთოდი და დოზები: თუ ექიმმა არ დანიშნა სხვა დოზირებით, იბეროგასტს ღებულობენ დღეში 3-ჯერ ჭამის წინ ან ჭამის დროს, სითხის მცირე რაოდენობასთან ერთად:მოზრდილები და მოზარდები 13 წლიდან-20 წვეთი; ბავშვები 6-დან 12 წლამდე-15 წვეთი ბავშვები 3-დან 5 წლამდე-10 წვეთი. პაციენტები ღვიძლის და თირკმელების დისფუნქციით: სიფრთხილით ინიშნება პაციენტებისათვის ღვიძლის დაავადებებით.
შენახვის წესი: არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შენახვის პროცესში შესაძლებელია შემღვრევა ან ნალექის გაჩენა, რაც გავლენას არ ახდენს პრეპარატის ეფექტურობაზე.
ვარგისიანობის ვადა ფლაკონის გახსნიდან: 8 კვირა.
გაცემის წესი: ურეცეპტოდ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
115883