ჰეპა-მერცი ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად 5გრ პაკეტი #30
ჰეპა-მერცი ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად 5გრ პაკეტი #30

ჰეპა-მერცი ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად 5გრ პაკეტი #30

გერმანია

მერც ფარმა
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - L-ornithine-L-aspartate
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → ჰეპატოპროტექტორები
შემადგენლობა
1 პაკ. L-ორნითინ L- ასპარტატი. . . . . . . 3 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები
ჰეპა-მერცი აქვეითებს მომატებული ამიაკის დონეს ორგანიზმში. L-ორნითინი მონაწილეობს ორნითინის ციკლში და შარდოვანას წარმოქმნით ხელს უწყობს ამიაკის დეტოქსიკაციას. L-ასპარტატი ააქტიურებს გლუტამინსინთეტაზას და უზრუნვენველყოფს იონიზირებული ამიაკის არატოქსიურ გლუტამინად გარდაქმნას, არამარტო პერივენოზურ ჰეპატოციტებში, არამედ თავის ტვინსა და კუნთებში. პრეპარატი ხელს უწყობს ინსულინის და სომატოტროპული ჰორმონის გამომუშავებას. აუმჯობესებს ცილოვან ცვლას პარენტერალურ კვებაზე მყოფ პაციენტებში

ჩვენებები
ჰიპერამონიემიით მიმდინარე ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადებები: ჰეპატიტი, ციროზი, ცხიმოვანი დისტროფია.
ჰეპატოენცეფალოპათია: მანიფესტირებული და ლატენტური (მათ შორის ცნობიერების დარღვევის დროს- პრეკომა და კომა- კომპლექსურ თერაპიაში).


მიღების წესი და დოზები
1 გრანულა (პაკეტი) გახსნილი 200გ სითხეში (წყალი, ჩაი ან წვენი) 1-3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.


გვერდითი მოვლენები
იშვიათად ალერგიული რეაქციები კანზე, გულისრევა და ღებინება.


უკუჩვენება
თირკმლის უკმარისობა, პლაზმაში კრეატინინის დონე 3 მგ/100მლ-ზე მეტი.


ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა


განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით ინიშნება იმ პირებში, რომელთა მუშაობა მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.
ჰეპა-მერცის ინტრავენური გადასხმის დროს გულისრევის და ღებინების განვითარებისას, საჭიროა ინფუზიის სიჩქარის შემცირება.


შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25ძC ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა – მითითებულია შეფუთვაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
მერც ფარმა
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
ორნითინი (L-ორნითინის L-ასპარტატი)
დოზა
5გრ
ფორმა
ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად
შეფუთვა
პაკეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი