გამოიყენება ნაწლავური დისფუნქციის, ნაწლავებში სპაზმური ტკივილების, გულისრევის, ღებინების, დისბაქტერიოზის დროს.
თითეული პაკეტი შეიცავს: ინულინი 4მგ, Lactobacillus acidophilus DSM24936 – 11 მლრდ, ვიტამინი PP (ნიკოტინამიდი), Bifidobacterium bifidum DSM25565 – 2 მლრდ, Lactobacillus casei ATCC SD5213 – 2 მლრდ; ნიაცინი 16მგ, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) – 1,4მგ, თიამინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B1) – 1,1მგ, რიბოფლავინი (ვიტამინი B2) – 1,4მგ. ანტიადჰეზიური
დამხმარე ნივთიერებები: ტალკი, სილიციუმის დიოქსიდი;
ცოცხალი პრობიოტიკური რძემჟავა ბაქტერიები — ლაქტობაცილებისა და ბიფიდობაქტერიების ჯგუფიდან — ხელს უწყობენ ნორმალური ნაწლავური მიკროფლორის აღდგენასა და შენარჩუნებას, რაც აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ყველა ფუნქციას.
B ჯგუფის ვიტამინები - ხელს უწყობენ ცოცხალი რძემჟავა ბაქტერიების სიცოცხლისუნარიანობასა და ნაწლავში ოპტიმალურ კოლონიზაციას.
ინულინი - პოლისაქარიდი, რომელიც შედგება ფრუქტოზის ჯაჭვებისგან, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესებს, გამოხატული აქვს პრებიოტიკული აქტივობა.
ნაწლავური დისფუნქცია, დიარეა, დისბაქტერიოზი, სპაზმური ტკივილები ნაწლავებში, მეტეორიზმი, გულისრევა, ღებინება.
გახსენით 1 პაკეტი 1 ჭიქა წყალში და მიიღეთ ერთხელ დღეში, სასურველია ჭამათა შორის შუალედში.
საკვები დანამატები არ უნდა ჩაითვალოს მრავალფეროვანი, დაბალანსებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. არ გამოიყენოთ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ექიმის კონსულტაციის გარეშე.
შეინახეთ მშრალ, გრილ, 3 წლამდე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, შორს სიცხისა და ნესტისგან.