ესპუმიზანი ექსტრა გრანულა 125მგ პაკეტი #14
ესპუმიზანი ექსტრა გრანულა 125მგ პაკეტი #14

ესპუმიზანი ექსტრა გრანულა 125მგ პაკეტი #14

ავსტრია

ჰერმეს არცნაიმიტელი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: 125 მგ სიმეთიკონი. დამხმარე ნივთიერბები: სორბიტი, ტალკი, ვაშლის მჟავა, ლიმონის არომატიზატორი, ქლიავის არომატიზატორი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევების საწინააღმდეგო სხვა საშუალებები

ჩვენებები: მუცლის შებერილობა, აირების ჭარბწარმოქმნა, გადავსების შეგრძნება.

დოზირება და მიღების წესი: მიიღება ზუსტად მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად. 6 წლიდან 14 წლამდე: 1 პაკეტის შიგთავსი ჭამამდე ან ჭამის შემდგომ. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ასევე ძილის წინ ერთი პაკეტის შიგთავსის მიღება. დაუშვებელია დღეში 3 პაკეტზე მეტის მიღება. 14 წლის ასაკიდან მოზარდები და მოზრდილები: ერთი პაკეტის შიგთავსი ჭამამდე ან ჭამის შემდეგ. საჭიროებისას ასევე ერთი პაკეტის შიგთავსი შესაძლოა მიღებულ იქნას ძილის წინ. საჭიროებისამებრ შესაძლებელია 2 პაკეტამდე დოზის გაზრდა ერთ მიღებაზე. არ უნდა მოხდეს დღეში 6 პაკეტზე მეტის მიღება. 6 წლამდე ასაკის ბავშვებისა და ჩვილებისათვის მოწოდებულია სხვა სამკურნალწამლო ფორმები. გამოყენებისთვის გრანულები დაიტანება პირდაპირ ენაზე და ხდება მათი გადაყლავა. სურვილისამებრ პრეპარატის მიღება შესაძლებელია წყლის მიყოლებით. გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩივილების დინამიკაზე.

გვერდითი მოვლენები: არ აღნიშნულა. რომელიმე გვერდითი მოვლენის აღვნიშვნის შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი აქტიური ან რომელიმე დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: უცნობია.

განსაკუთრებული მითითებები: მოქმედებს სწრაფად, არ შეიცავს შაქარს. არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. თუ პაციენტს აღენიშნება მუცელში მოჭერის ან გადავსების შეგრძნება, ბოყინი, „ყურყური“ მუცელში და შებერილობა ან მათი გამოვლინების ხასიათი ხანგრძლივია უნდა მიემართოს ექიმს. პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს დამატებითი მკურნალობა. ესპუმისანი ექსტრა შეიცავს სორბიტოლს. რომელიმე შაქრის მიმართ დადგენილი აუტანლობის შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს ამ პრეპარატის მიღებამდე. დოზის გამოტოვების შემთხვევაში მისი მიღება შესაძლებელია ნებისმიერ დროს. დოზის თვითნებურად შეწყვეტის შემთხვევაში მოსალოდნელია ჩივილების განახლება.

ორსულობა და ლაქტაცია: დასაშვებშია ორსულებსა და მეძუძურებში.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: არ საჭიროებს სიფრთხილის ზომების დაცვას.

ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირებისას არ არის მოსალოდნელი გვერდითი მოვლენების განვითარება.

გარეგნული სახე და შეფუთვა: შიგნით მისაღები, თეთრი ფერის ფხვიერი გრანულები ლიმნის სასიამოვნო არომატით, მოთავსებული პაკეტებში. შეფუთვაშია #14 პაკეტი.

შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. მითითებულია პაკეტსა და მუყაოს კოლოფზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

წარმოების ლიცენზიის მფლობელი: ბერლინ-ხემი, აგ, გლინიკერ ვეგ 125, 12489 ბერლინი, გერმანია.

მწარმოებელი: ჰერმეს ფარმა გმბჰ ალგოი 36, 9400 ვოლფსბერგი, ავსტრია.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ჰერმეს არცნაიმიტელი
ქვეყანა
ავსტრია
ჯენერიკი
სიმეტიკონი
დოზა
125მგ
ფორმა
გრანულა
შეფუთვა
პაკეტი
რაოდენობა შეფუთვაში
14
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი