ავსებს სითხის და მარილების დანაკლისს დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვისას
მაგნიუმი - წარმოადგენს უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო სასიცოცხლოდ აუცილებელ ელემენტს, რომელიც შედის ორგანიზმის ყველა ქსოვილში და მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. მაგნიუმი მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ როლს ასრულებს კუნთებში იონური ბალანსის შესანარჩუნებლად, ააქტიურებს მეტაბოლურ პროცესებს ორგანიზმში, მონაწილეობს ენერგიის წარმოქმნაში უჯრედულ დონეზე, ამცირებს ნერვ-კუნთოვან გადაცემას, გლუვი და განივზოლიანი ბოჭკოების აგზნებადობას, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძრღვთა სისტემის ფუნქციონირებაზე, იცავს სისხლძარღვების კედელს, ხელს უშლის ათეროსკლეროზის ჩამოყალიბებას, ახდენს გულის რითმის მუშაობის სტაბილიზაციას. მაგნიუმი მონაწილეობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების სინთეზსა და მეტაბოლიზმში, მონაწილეობს კალციუმის ცვლაში, აძლიერებს კალციუმის აბსორბციას ძვლებში და აფერხებს კალციუმის ჩალაგებას სისხლძარღვებში, ხელს უწყობს ძვლის მინერალური სიმკვრივის შენარჩუნებას.
კალციუმი - არეგულირებს კალციუმის და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში, ამცირებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას და აუმჯობესებს მის სიმკვრივეს, მნიშვნელოვანია კბილების მინერალიზაციისთვის. კალციუმი მონაწილეობს ნერვ-კუნთოვან გამტარობაში, კუნთების შეკუმშვის მარეგულირებელ პროცესებში და წარმოადგენს სისხლის შედედების სისტემის შემადგენელ მნიშვნელოვან კომპონენტს.
ვიტამინი D3 - აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში და უზრუნველყოფს კალციუმის და ფოსფორის საჭირო დონის შენარჩუნებას სისხლში, ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს. ვიტამინი D3 მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში, მნიშვნელოვანია ნერვ-კუნთოვანი, იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
ქლორი - აუცილებელია სხეულში სითხის ბალანსის შესანარჩუნებლად.
კალიუმი - მონაწილეობს ნერვული ინპულსების გატარების პროცესში, არეგულირეს შიდა უჯრედოვან ოსმოსურ წნევას, ცილის სინთეზს, ამინომჟავათა ტრანპორტს, აუმჯობესებს კუნთების შეკუმშვას მათი დისტროფიის და მიასთენიის დროს, მნიშვნელოვანია გულის მუშაობის რეგულაციისთვის, უზრუნველყოფს ნერვული ქსოვილის და კუნთების სწორ მუშაობას.
ნატრიუმი - ყველაზე მეტადაა საჭირო ორგანიზმში სითხის ბალანსის შესანარჩუნებლად, მის შემცველობაზეა დამოკიდებული ნერვული ფუნქციების რეგულირება და კუნთების შეკუმშვა.
ფოსფატები - შედის იმ მოლეკულების შემადგენლობაში, რომლებსაც ორგანიზმში ენერგიის წარმოქმნა აკისრია (ატფ - ადენოზინტრიფოსფატი და ადფ- ადენოზინდიფოსფატი), უზრუნველყოფს ძვლოვანი ქსოვილის სიმტკიცეს, არეგულირებს გულის და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას.
D3 ვიტამინი (ქოლეკალციფეროლი) - 10 მკგ, კალციუმი (კალციუმის კარბონატი) - 25 მგ, ფოსფორი (ნატრიუმის ფოსფატიდან) - 37 მგ, მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდი) - 50 მგ, ქლორიდი (ნატრიუმის/კალიუმის ქლორიდიდან) - 271 მგ, ნატრიუმი (ნატრიუმის ქლორიდი/ფოსფატიდან) - 202 მგ, კალიუმი (კალიუმის ქლორიდი) - 99 მგ, ბორი (ბორის ამინოატი) - 500 მკგ, ბიოპერინი (შავი წიწაკის ექსტრაქტი) - 5მგ.
მცენარეული ცელულოზა, ბრინჯის ფქვილი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი. არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.
მიიღება როგორც საკვები დანამატი 1 კაფსულა დღეში 200 მლ წყალთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში დამატებით მიიღეთ 1 კაფსულა. გამოიყენება ერთი წლის ასაკიდან.
საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს მედიკამენტს.
შეინახეთ მშრალ, გრილ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.