ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობას.
Saccharomyces boulardii კაფსულა
ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობას.
შემადგენლობა:
დიაფლორა 500: თითოეული კაფსულა შეიცავს 500 მგ. Saccharomyces boulardii (ექვ. 10 მლრდ. CFU).
გამოყენება:
• ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯანმრთელობას
• ეხმარება იმუნურ სისტემას
• ხელს უწყობს კარგი ბაქტერიების აქტივობას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში
• ხელს უწყობს ნაწლავური ფლორის ჯანსაღ ბალანსს
დოზირება და მიღების წესი:
მოზრდილები: მოზრდილებისთვის 250-500 მგ ბიოგუტი (Saccharomyces boulardii ) 2-4 ჯერ დღეში.
ბავშვები: სამ თვეზე მეტი ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებულია 250 მგ-ის ორი დოზა დღეში, ხუთი დღის განმავლობაში. სამ თვემდე ბავშვებისთვის რეკომენდებულია 250 მგ კაფსულის მიღება, ორჯერ დღეში, ხუთი დღის განმავლობაში. ან ექიმის მითითების მიხედვით.
გვერდითი მოვლენები:
Saccharomyces boulardii, სავარაუდოდ უსაფრთხოა, მოზრდილთა უმრავლესობისთვის ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ზოგიერთ ადამიანში შეიძლება გამოიწვიოს აირები. იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს სოკოვანი ინფექცია.
უკუჩვენებები:
უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ჰიპერმგრძნობელობა საქარომიცეს ბულარდი-ს ან ამ პროდუქტის სხვა კომპონენტების მიმართ.
სიფრთხილის ზომები:
საფუარის ალერგიის მქონე ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ ალერგია საქარომიცეს ბულარდის შემცველ პროდუქტებზე და უმჯობესია უარი ითქვას ამ პროდუქტებზე.
გამოყენება ლაქტაციისა და ორსულობის დროს:
არ არსებობს ინფორმაცია, ლაქტაციისა და ორსულობის დროს, საქარომიცეს ბულარდის მიღების უსაფრთხოებაზე. ლაქტაციისა და ორსულობის დროს, საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
შენახვა:
ინახება ბავშვებისგან და მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ, გრილ და მშრალ ადგილას.
შეფუთვა:
DIAFLORA/დიაფლორა 500: თითოეული კოლოფი შეიცავს 5x4=20 კაფსულა ალუმინის ბლისტერის შეფუთვაში.
მწარმოებელი: დრაგ ინტერნაციონალი
მომწოდებელი: შპს ინტერ ფარმა.