ბეიბიქალმ ფემილი სიროფი 120მლ #1

ბეიბიქალმ ფემილი სიროფი 120მლ #1

ისრაელი

ჰისუნიტი

ბეიბიქალმ ფემილი შეიცავს ბუნებრივ ზეთებსა და ექსტრაქტებს, რომლებიც არეგულირებენ მონელების პროცესს, ამცირებენ აირებს, შებერილობას და სპაზმებს.
ეფექტურია საჭმლის მონელების დარღვევების, ნაწლავური ტკივილისა და ღებინების შესამსუბუქებლად

პროდუქტის შესახებ

ბეიბიქალმ ფემილი / BABYCALM for FAMILY
სიროფი 120 მლ

შემადგენლობა:
7.5მლ სიროფი (მინიმალური სადღეღამისო დოზა) შეიცავს კამის ნაყოფის, ბაღის პიტნის და ანისულის ეთერზეთებს - თითეულს 20მგ-ზე ნაკლები ოდენობით და მცირე რაოდენობით ძირტკბილას ფესვის ექსტაქტს. ასევე წყალს და მცენარეული გლიცერინის ბაზას.
არ შეიცავს შაქარს. არ შეიცავს ალკოჰოლს. კონსერვანტი: კალიუმის სორბატი. არომატრიზატორი: ლიმონის ექსტრაქტი.

მოქმედება:
კამის ზეთი – მიიღება მცენარის მარცვლებისგან. ანეიტრალებს აირებს და არეგულირებს მონელების პროცესებს კუჭნაწლავში. ეფექტურია საჭმლის მონელების თითქმის ყველა პრობლემის სამკურნალოდ - აირების დაგროვების, მუცლის შებერილობის, ნაწლავური სპაზმების და შეკრულობის ჩათვლით.
ანისულის ზეთი - მიიღება მცენარის ხმელი ნაყოფისგან. ასტიმულირებს საჭმლის მონელების პროცესებს, ხსნის სპაზმებს ნაწლავებში, აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ყაბზობის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედება. განსაკუთრებით ეფექტურია სხვადასხვა სახის სტრესით გამოწვეული ნაწლავური პრობლემების სამკურნალოდ.
ბაღის პიტნის ზეთი - მიიღება მთლიანი მცენარისგან. ახდენს ძლიერ ზემოქმედებას მთელ მომნელებელ ტრაქტზე. არის ძლიერი სპაზმოლიზური საშუალება. ხსნის ტკივილს ნაწლავებში, აუმჯობესებს მონელების პროცესს, ამცირებს მეტეორიზმს. პოზიტიურად მოქმედებს ჭამის მადაზე, აქვს ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება.
ძირტკბილას ფესვის ექსტრაქტი - ბეიბიქალმ ფემილი შეიცავს მცირე დოზით ძირტკბილას ფესვის (Glycyrrhiza radix) ექსტრაქტს, რომელსაც გამოხატული აქვს ღებინების საწინაღმდეგო მოქმედება. ხსნის შეშუპებას და ტკივილს ნაწლავებში. ამცირებს ანთებას და სპაზმს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. იგი ხელს უწყობს ნაწლავების ლორწოვანი გარსების დატენიანებას, დამშვიდებას და წყლულების შეხორცებას. აუმჯობესებს საკვების შეწოვის პროცესს, ამსუბუქებს მეტეორიზმს და გამოხატული აქვს ყაბზობის საწინააღმდეგო ეფექტი. ასევე ის ეფექტურია Helicobacter pylori-ს სამკურნალოდ.

ჩვენებები: ტკივილი კუჭ-ნაწლავში; მეტეორიზმი; ყაბზობა; გულისრევა; გულძმარვა
პროდუქტი არ არის განკუთვნილი დიარეის სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზები:
გამოყენებამდე ბოთლი კარგად შეანჯღრიეთ და მიიღეთ სათანადო დოზა ქვემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით:

ასაკი დოზა
3-4 წელი 2,5 მლ სამჯერ დღეში
5-6 წელი 5 მლ სამჯერ დღეში ან საჭიროების მიხედვით
6 წლის ზემოთ 10 მლ სამჯერ დღეში ან საჭიროების მიხედვით
მიღების მაქსიმალური ჯერადობა დღე-ღამეში: არაუმეტეს 10-ისა

გვერდითი მოვლენები: არ გამოვლენილა.
უკუჩვენება: გამოვლენილი და დადასტურებული ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა) საკვები დანამატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები: გამოიყენება გახსნიდან 12 თვის განმავლობაში.
ჭარბი დოზირება: დოზის გადაჭარბებით გამოწვეული მავნე ეფექტები არ გამოვლენილა.
გამოშვების ფორმა: მზა სიროფი 120 მლ ფლაკონში- საზომი თავსახურით, მოთავსებული მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები და ვადები: ინახება გრილ, ბნელ, სინათლისგან და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. ვარგისობის ვადის ამოწურვის თარიღი მითითებულია შეფუთვაზე. ვადის გასვლის შემდეგ საკვებ დანამტს ნუ გამოიყენებთ.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი კომპანია: Haosher Shebateva Ltd. For Hisunit ltd., 23 Hamelacha Street, Har Tuv A, Mateh Yehuda, Israel
მწარმოებელი ქვეყანა: ისრაელი
ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს „ლარიფან კავკასია“





მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ჰისუნიტი
ქვეყანა
ისრაელი
ჯენერიკი
კამის ზეთი+ანისულის ზეთი+პიტნის ზეთი+ძირტკბილა
ფორმა
სიროფი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
120მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი
ფარმადეპო | ბეიბიქალმ ფემილი სიროფი 120მლ #1