შექმნილია კბილებსა და პირის ღრუს რბილ ქსოვილებზე სრულფასოვანი ზრუნვისათვის.
ავარდენტი ფიქსი წარმოადგენს თანამედროვე პირის ღრუს მოვლის საშუალებას,რომელიც შექმნილია კბილებსა და პირის ღრუს რბილ ქსოვილებზე სრულფასოვანი ზრუნვისათვის. იგი შეიცავს ჟანგბადის აქტიურ მოლეკულებს, მცენარეულ ექსტრაქტებს, დამატენიანებელ და დამცავ მინერალებს, რაც აუცილებელია პირის ღრუს ჯანსაღი ბალანსის შესანარჩუნელად. ავარდენტი ფიქსი იდეალური საშუალებაა პირის ღრუს პროფესიული დაცვისა და თერაპირული მხარდაჭერისათვის.
ძირითადი მახასიათებლები:
• პირის ღრუს ანთებითი დაავადებების მკურნალობა
• მიკრობული ნადების შემცირება და დაგროვების პრევენცია
• პირის ღრუს ლორწოვანის დატენიანება
• ქსოვილის სწრაფი რეგენერაცია
• სასიამოვნო გემო
• ეფექტური ზრუნვა პირის ღრუზე ლორწოვანის გაღიზიანების გარეშე
შემადგენლობა:
ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი 0,20%; წყალბადის პეროქსიდი 0,10%; ნატრიუმის ფტორიდი 900ppm; წყალი, სორბიტოლი, პროპილენგლიკოლი, ალოე ბარბადენსის ფოთლის ექსტრაქტი, პოლისორბიტი, თუთიის ციტრატი, ქსილიტოლი 2,0%; გვირილის ექსტრაქტი, პიტნა, ნატრიუმის საქარინი, ასკორბინის მჟავა; ლიმონმჟავა, EDTA; ბისაბოლოლი.
არ შეიცავს ალკოჰოლს
გამოიყენება:
• მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლიდან
• 6-12 წლამდე ბავშვებში - ექიმის რეკომენდაციით და უფროსის მეთვალყურეობის ქვეშ
• 6 წლამდე ასაკში არ გამოიყენება
გამოყენების წესი:
1. გამოივლეთ ხსნარის 10 მლ (საზომი თავსახურით) დღეში 2-ჯერ, დილას და საღამოს, 10-15 დღის განმავლობაში პირის ღრუს ყოველდღიური ჰიგიენის შემდეგ
2. ხსნარი პირის ღრუში დააყოვნეთ 60 წამის განმავლობაში
3. არ გადაყლაპოთ
4. გამოვლებიდან 30-40 წუთის განმავლობაში არ მიიღოთ წყალი და არ გამოიყენოთ პირის ღრუს მოვლის სხვა საშუალება
5. შეიკავეთ თავი კვებისაგან ხსნარის გამოვლებიდან 30 წუთის განმავლობაში
სიფრითხილის ზომები:
• არ გამოიყენოთ, თუ გაქვთ ალერგია პროდუქტის შემადგენელ რომელიმე კომპონენტზე
• შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ რჩევისთვის ექიმს, თუ შენიშნავთ ლორწოვანის გაღიზიანებას ან უჩვეულო გემოს პირის ღრუში
შენახვის პირობები:
• შეინახეთ 25 გრადუსამდე ოთახის ტემპერატურაზე
• მოარიდეთ სინათლის პირდაპირ ზემოქმედებას
• არ გაყინოთ
• შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილზე
დისტრიბუტორი:
Swissfarmaco LTD, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
info@swissfarmaco.ch; www.swissfarmaco.ch
მწარმოებელი:
Dan Pharm Ltd., ბეერ-შევა, ისრაელი