აქტივირებული ნახშირი მიიღება ქოქოსის ნაჭუჭის მაღალ ტემპერატურაზე დამუშავებით, რაც ზრდის მის ადსორბციულ თვისებებს
(2 კაფსულაზე გათვლით):
აქტიური ინგრედიენტები:
აქტივირებული მცენარეული ნახშირი (ქოქოსის ნაჭუჭიდან) -280 მგ
საფუარი - 140 მგ
თიხა — 20 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მცენარეული წარმოშობის კაფსულის გარსი (ცელულოზის წარმოებული), მალტოდექსტრინი, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები
არგილე-კარბონი არის საკვები დანამატი, რომლის ეფექტურობა დაფუძნებულია სამი ბუნებრივი კომპონენტის — მცენარეული ნახშირის, საფუარისა და თიხის ერთობლივ მოქმედებაზე.
აქტივირებული ნახშირი მიიღება ქოქოსის ნაჭუჭის მაღალ ტემპერატურაზე დამუშავებით, რაც ზრდის მის ადსორბციულ თვისებებს. შედეგად ნახშირი შთანთქავს ტოქსინებსა და ნაწლავებში წარმოქმნილ ჭარბ აირებს, რომლებიც მეტეორიზმისა და შებერილობის მიზეზი შეიძლება გახდეს, და ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებას. თიხა არის ბუნებრივი წარმოშობის მინერალი, ძალიან წვრილი ტექსტურით, ხოლო საფუარი არის პრობიოტიკი, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავური მიკროფლორის ბალანსის შენარჩუნებას.
მიიღეთ 1–2 კაფსულა დღეში, ჭიქა წყლის მიყოლებით. რეკომენდებული კურსის ხანგრძლივობა — 22 დღე. პრეპარატის ადსორბციული თვისებებიდან გამომდინარე, სხვა მედიკამენტებთან ან საკვებ დანამატებთან ერთდროული გამოყენებისას დაიცავით მინიმუმ 2-საათიანი ინტერვალი.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას; საკვები დანამატი არ ანაცვლებს სრულფასოვან და მრავალფეროვან კვებასა და ჯანსაღ ცხოვრების წესს; უწყვეტი გამოყენების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 22 დღეს. გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან; არ არის რეკომენდებული ორსულობის პერიოდში;
შესაძლებელია განავლის ფერის დროებითი ცვლილება - ეს აქტივირებული ნახშირის ფიზიოლოგიური გავლენაა და კლინიკური მნიშვნელობა არ გააჩნია. ნებისმიერი სხვა არასასურველი რეაქციის შემთხვევაში შეწყვიტეთ მიღება და მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ინახება 10°C–25°C ტემპერატურაზე, მშრალ და პირდაპირი მზის სხივებისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.