ალესორბი გელი ორალური 180გრ
პერორალურად მისაღები გელი - ენტეროსორბენტი, გადასხმის მსგავსი ეფექტით , ნებისმიერი სახის მოწამვლის , ღებინების , დიარეის და შებერილობის დროს
ალესორბის შემადგენლობა :
სილიციუმის დიოქსიდის და სუკინის მჟავას კომპლექსი .
მოქმედება :
ადსორბციული და დეტოქსიკაციური მოქმედება
- ბოჭავს და გამოყავს ორგანიზმიდან სხვა და სხვა სახის ენდოგენური და ეკზოგენური ტოქსინები , მათ შორის ბაქტერიები ,ვირუსები და მათი ტოქსინები , ჭარბი აირები .
- კვებითი ალერგენები , სხვა და სხვა ტიპის შხამი , მძიმე მეტალები ,
- ალკოჰოლი და მისი ტოქსინები , ნარკოტიკული ტოქსინები .
- ასევე ალესრობი ბოჭავს და გამოყავს ნივთიერებათა ცვლის ნარჩენი არასასურველი პროდუქტები - შარდოვანას , ბილირუბინის, აზოტის და ქოლესტერინის ჭარბი ოდენობა .
- ალესორბში შემავალი კომპონენტები , შთანთქმულ მავნე ნივთიერებებთან ერთად გამოიყოფა უცვლელად 6-12 საათის განმავლობაში . ალესორბი არატოქსიური და უვნებელია და არ უშლის ხელს ვიტამინების და მიკროელემენტების შეწოვას
ჩვენება :
- მწვავე ნაწლავური ინფექცია ნებისმიერი წარმოშობის (ვირუსული , ბაქტერიული )
- ნებისმიერი ტიპის ინტოქსიკაცია (მოწამვლა) : კვებითი , წამლის პერედოზირებით, ნარკოტიკით და ალკოჰოლით , მძიმე მეტალებით გამოწვეული
- მწვავე და ქრონიკული დიარეა ნებისმიერი ტიპის ,მათ შორის (ვირუსული , ბაქტერიული , კვებით გამოწვეული , ანტიბიოტიკებით და ქიმიოთერაპიით გამოწვეული - შესაძლებელია ელექტროლიტებთან კომბინაცია !
- ღებინება და გულისრევის შეგრძნება გამოწვეული ნებისმიერი ტიპის ინტოქსიკაციით ( მათ შრის ქიმიოთერაპიის დროს ) - შესაძლებელია ელექტროლიტებთან კომბინაცია !
- ნაბახუსევის სიმპტომების პრევენცია და მოხსნა
- ალერგიული რეაქციების და გამონაყარის დროს - შესაძლებელია ნებისმიერი ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატთან კომბინაცია !
დოზირება :
მოწამვლის , დიარეის , ღებინების და შებერილობის დროს - მიიღება კვებიდან 1 საათით ადრე ან 1 საათის შემდეგ - 1 ან 2 სუფრის კოვზი(10 ან 20 გ) 2- 3 ჯერ დღეში (სიმპტომების სიმძიმის შესაბამისად ) , 5-7 დღე
- წამლით , ნარკოტიკით, ალკოჰოლით ინტოქსიკაციის დროს - 30 გრ(1 სუფრის კოვზი) ერთდროულად , დღეში 3 ჯერ , შემდეგ 20გრ (2 სუფრის კოვზი ) დღეში 2 ჯერ , 10 დღე
- აკნეს და ალერგიის დროს - კვებიდან 1 საათით ადრე ან 1 საათის შემდეგ - 10 გრ (1 სუფრის კოვზი - 3 ჯერ დღეში , 10 დღე .
- ნაბახუსევის პროფილაქტიკა და მკურნალობა - დალევამდე 3-4 საათით ადრე 20გრ (2 სუფრის კოვზი ) და დალევამდე 15 წუთით ადრე 1სუფრის კოვზი (10 გრ)
სპეციფიური ჯგუფები :
- ბავშვებში 1 -3 წელი - 5 გ (1ცაის კოვზი ) 2 ჯერ დღეში
- 3- 6 წელი 5-10 გ (1 ან2 ჩაის კოვზი ) დღეში 3-4 ჯერ ,
- 6 – 12 წელი : 10 -20 გრ (1-2 სუფრის კოვზი 2 -3 ჯერ დღეში
გამოყენება შესაძლებელია ორსულებში და მეძუძურ დედებში .
მიღება შესაძლებელია როგორც გაუზავებლად , ასევე შესაძლოა ალესორბის განზავება 10 გრ ზავდება 100-150 მლ წყალში ან ნებისმიერ წვენში
სამკურნალო კურსი 5-10 დღე , სიმპტომებიდან გამომდინარე .