ადემტა ტაბლეტი 400მგ #20

ადემტა ტაბლეტი 400მგ #20

თურქეთი

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.

გამოიყენება ღვიძლშიდა ქოლესტაზის, დეპრესიული სინდრომების, სხვადასხვა ეტოლოგიის ქრონიკული ჰეპატიტის დროს.

პროდუქტის შესახებ

ადემტა ტაბლეტი 400მგ

შემადგენლობა:

​ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: 400 მგ ადემეთიონინი (ადემეთიონინ 1,4-ბუტანდისულფონატის ფორმით).
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: რკინის ყვითელი ოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი, მეტაკრილის მჟავისა და ეთილის აკრილატის კოპოლიმერი (1:1), მაკროგოლ 6000, პოლისორბატ 80, სიმეთიკონი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ტალკი.

ჩვენებები:

  • ღვიძლშიდა ქოლესტაზი მოზრდილებში, მათ შორის სხვადასხვა ეტიოლოგიის ქრონიკული ჰეპატიტის და ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში;
  • ღვიძლშიდა ქოლესტაზი ქალებში ორსულობის პერიოდში;
  • დეპრესიული სინდრომები.

დოზირება:

მკურნალობის დაწყება შეიძლება პირდაპირ ადემეთიონინის პერორალური მიღებით (ადემტა ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები). მკურნალობის დაწყება ასევე შეიძლება ადემეთიონინის პარენტერალური შეყვანით (ადემტა ლიოფილიზებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად), შემდგეგ კი სამკურნალო საშუალების პერორალურ მიღებაზე გადასვლა (ადემტა ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები).
საწყისი თერაპია
ადემეთიონინის რეკომენდებული დოზა არის 10-25 მგ/კგ სხეულის მასაზე დღე-ღამეში. სამკურნალო საშუალების საწყისი დოზა არის 800 მგ დღე-ღამეში (2 ტაბლეტი), საერთო სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1600 მგ-ს (4 ტაბლეტი).
შემანარჩუნებელი თერაპია
ადემეთიონინის რეკომენდებული სადღეღამისო დოზა არის 800-1600 მგ (2-4 ტაბლეტი).

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები:
ხანდაზმული ასაკის პაციენტები:
ხანდაზმული ასაკის და ახალგაზრდა პაციენტებში სამკურნალო საშუალებით თერაპიაზე პახუხებს შორის განსხვავებების შეფასება შეუძლებელია (კლინიკურ კვლევებში 65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების არასაკმარისმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა). კლინიკური გამოყენების გამოცდილების შესახებ ამ მომენტისათვის არსებული მონაცემების თანახმად, ხანდაზმული ასაკის პაციენტებში პრეპარატით თერაპიაზე პასუხი არ განსხვავდება ახალგაზრდა პაციენტებისაგან.
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში დოზის შერჩევის დროს აუცილებელია სიფრთხილის დაცვა. ამ კატეგორიის პაციენტებში მკურნალობა უნდა დაიწყოს პრეპარატის მინიმალური რეკომენდებული დოზის გამოყენებით, ასევე მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ღვიძლის, თირკმელების ან გულის ფუნქციების დარღვევის შემთხვევების მაღალი სიხშირე, თანმხლები დაავადებების არსებობა და სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება.
ბავშვები:
პრეპარატის ბავშვებში გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის.


გამოყენების წესი:

ტაბლეტები მიიღება პერორალურად, უნდა მოხდეს მათი მთლიანად გადაყლაპვა, დაღეჭვის გარეშე.
ტაბლეტები დაფარულია სპეციალური საფარით, რომელიც იხსნება მხოლოდ ნაწლავში, ამიტომ, ადემეთიონინის გამონთავისუფლება ხდება თორმეტგოჯა ნაწლავში. სამკურნალო საშუალების შეწოვის გასაზრდელად და სრული თერაპიული ეფექტის მისაღწევად, ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს საკვების მიღებებს შორის.
ბლისტერიდან ტაბლეტების გამოღება უნდა მოხდეს უშუალოდ გამოყენების წინ. არ უნდა მოხდეს ტაბლეტების მიღება თუ ისინი არის ნარინჯისფერ-ვარდისფერი ფერიდან განსხვავებული ფერის (ბლისტერზე ნახვრეტების არსებობის გამო).
პრეპარატის სადღეღამისო დოზა შეიძლება დაიყოს 2-3 მიღებად.
თერაპიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე და განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ ინდივიდუალურად.


გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს:

ორსულობა:
ქალებში ორსულობის III ტრიმესტრში ადემეთიონინის გამოყენების დროს გვერდითი რეაქციები არ აღინიშნებოდა. ქალებში ორსულობის I და II ტრიმესტრში სამკურნალო საშუალების გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ექიმი საგულდაგულოდ შეაფასებს თანაფარდობას - ორსული ქალისათვის სარგებელი/ ნაყოფისათვის რისკი.
ლაქტაცია:
ქალებში ძუძუთი კვების პერიოდში ადემეთიონინის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ქალისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ბავშვისთვის.


შენახვა:

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.






მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ადემეთიონინი
დოზა
400მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი
ფარმადეპო | ადემტა ტაბლეტი 400მგ #20