ფსორიაზის გელის ჩვენებები: სიმშრალით მიმდინარე კანის ნებისმირი დაავადებები, ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი, დიათეზი ფსორიაზის გელი არის გელი მკვდარი ზღვის მარილით, რომელიც - ხსნის და ხელს უწყობს ფსორიაზის გარეგან მკურნალობას, - ხელს უწყობს დესქვამაციის (აქერცვლის) პროცესს და ამცირებს ქერტლსა და სიმშრალესთან დაკავშირებულ სიწითლეს. ფსორიაზის გელი არის სამკურნალო საშუალება. ეფექტურობა და უსაფრთხოება შემოწმებულია სამკურნალო საშუალებების შესახებ ევროპული დირექტივის მიხედვით
დოზირების ინსტრუქციები, გამოყენების ტიპი და ხანგრძლივობა: რა შემთხვევაში გამოიყენება ფსორიაზის გელი, როგორ და რა ხანგრძლივობით. საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია შესაბამისი რაოდენობის დღეში რამდენჯერმე გამოყენება, ტუბიდან პირდაპირ სხეულის შესაბამის უბანზე დატანით და დამასაჟებით. გელი უნდა ჩამოიბანოთ კანის ზედაპირიდან მაქსიმუმ ერთი საათის განმავლობაში. თუ მკურნალობის დაწყებიდან 2-3 დღის განმავლობაში არ აღინიშნა გაუმჯობესება ან სიმპტომები მნიშვნელოვნად გაუარესდა, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის. ეს პროდუქტი განკუთვნილია დროებითი გამოყენებისთვის. რომელიმე ინგრედიენტზე ალერგიული ადამიანებისთვის ამ პროდუქტის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
შემადგენლობა აქტიური ნივთიერება: მკვდარი ზღვის მარილი. სხვა ინგრედიენტები: ეთანოლი/წყალი, პანთენოლი, ტოკოფერილის აცეტატი, ჰიდროქსიეთილცელულოზა, კანაბიდიოლი, იზოპროპილ მირისტატი, რეტინილ პალმიტატი, გლიცერინი F, ალოე ბარბადენსის ფოთოლი, ლიმონმჟავა.
გელი შეიცავს სპირტს. გელი უკუნაჩვენებია მასში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ალერგიულ ადამიანებში.
შეინახეთ გრილ და მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას.