მიკროდაცინი ჰიდრო გელი 400გრ
შემადგენლობა:
- სუპერ ოქსიდირებული წყალი
- ნატრიუმის ქლორიდი - NaCI
- ჰიპოქლორიუმის მჟავა - HOCI
- ნატრიუმის ჰიპოქლორიტი - NaOCI
- ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალი >950 mV
- მაღალი ჰიპოტონურობა - 13 mOsml/L
ჩვენება:
- მწვავე და ქრონიკული ჭრილობების დასამუშავებლად:
- ნებისმიერი წარმოშობის და ყველა ხარისხის დამწვრობა (თერმული, მზით, ქიმიური, ელექტრო, სხივური)
- მოყინვები
- ნაწოლები
- კიდურების სხვადასხვა გენეზის ტროფიკული წყლულები (მათ შორის, ვენური უკმარისობა, მაობლიტირებელი ენდარტერიტი, დიაბეტური ტერფი, წითელი ქარი და ა.შ.)
- ჩირქოვანი ჭრილობები
- საყოფაცხოვრებო ტრავმები
- ინფიცირებული დერმატიტები
- მარტივი, კონტაქტური დერმატიტი
- მიკრობული ეგზემა
- სტრეპტო - სტაფილოდერმია
- მწვავე და ქრონიკული ანთებების დროს ღრუ ორგანოების საირიგაციოდ
- ქირურგიული ოპერაციების დროს შინაგანი ორგანოების ლავაჟისათვის (მაგ: სეფსისის დროს)
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიკროდაცინის გამოყენება ექსუდატით მიმდინარე მწვავე და ქრონიკული ჭრილობების დროს!
მიკროდაცინს გააჩნია:
ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრი, როგორც გრამ+, ისე გრამ - ბაქტერიებზე, ანაერობებზე და რეზისტენტულ შტამებზე. მათ შორის:
- MRSA - მეტიცილინ რესიზტენტული Staphylococcus aureus
- VRE - ვანკომიცინ რეზისტენტული Enterococcus faecalis
- ფსევდომონას მიმართ Pseudomonas Aeruginosa
- მულტირეზისტენტული Acinetobacter baumannii მიმართ
ასევე, გააჩნია:
- ანტივირუსული მოქმედება (მათ შორის, HIV-I-ის, HPV-ის და HSV-ის მიმართ)
- ანტიფუნგალური
- ანტიპროტოზოული
დოზირება:
მიკროდაცინის ხსნარი გამოყენება შესაძლებელია ჭრილობაზე პირდაპირ დასხმით.
ასევე ძველ ნახვევზე დასხმა და ისე მოცილება. რაოდენობა დამოკიდებულია ჭრილობის ზომაზე, სიღრმეზე და მდებარეობაზე.
გამოიყენება მიკროდაცინით ჭრილობის დამუშავების შემდეგი რეჟიმები:
წითელი ჭრილობების შემთხვევაში - დღეში ერთხელ
ყვითელი ჭრილობების შემთხვევაში - 1-2-ჯერ დღეში
შავი (ნეკროზული) ჭრილობების შემთხვევაში - 2-3-ჯერ დღეში
გამოყენების წესი:
- ჭრილობის ირიგაცია.
- ჭრილობის გასუფთავება და მკვდარი უჯრედების მოშორება საფენის დახმარებით.
- ჭრილობის გასუფთავების შემდგომ მიკროდაცინის ჰიდროგელი უნდა დავიტანოთ.
- ჭრილობაზე ისე, რომ ზედაპირი დაფაროს გელის 2-5 მმ-ით.
- ჭრილობას შეიძლება დაედოს ნებისმიერი ტიპის საფენი.
მიკროდაცინის ჰიდროგელი
- არ არის ტოქსიკური და არ აზიანებს ჯანმრთელ ქსოვილს
- გამოყენება შეიძლება კომბინაციაში ნებისმიერი სხვა ტიპის ჭრილობის სამკურნალო საშუალებასთან
- გამოიყენება ნებისმიერ ნახვევზე/სახვევზე
- მიკროდაცინის გამოყენება შესაძლებელია ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე, ის ამცირებს ანტიბიოტიკების გამოყენების ხანგრძლივობას
ვარგისია გახსნიდან 2 თვის განმავლობაში