ერბინოლი სპრეი 1% 20მლ ფლაკონი #1

ერბინოლი სპრეი 1% 20მლ ფლაკონი #1

თურქეთი

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა

პრეპარატის 1 მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი 10 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, ეთანოლი 96%, მაკროგოლის ცეტოსტეარილის ეთერი 1000, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო საშუალება გარეგანი გამოყენებისთვის.

გამოყენების ჩვენებები

ტერფის ეპიდერმოფიტიების მკურნალობა („ათლეტის ტერფი“), საზარდულის ეპიდერმოფიტია („ჟოკეის ქავილი“), გამოწვეული დერმატოფიტებით თრიცჰოპჰყტონ სპპ., (მათ შორის თ. რუბრუმ, თ. მენტაგროპჰყტეს, თ. Vერრუცოსუმ, თ. Vიოლაცეუმ) და Eპიდერმოპჰყტონ ფლოცცოსუმ.



დოზირება და მიღების წესი

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.

პრეპარატის დატანამდე აუცილებელია დაზიანებული მონაკვეთის გულმოდგინედ გასუფთავება და გაშრობა.

პრეპარატს აფრქვევენ დაზიანებულ კანზე და მოსაზღვრე ნაწილებზე იმ რაოდენობით, რომელიც საკმარისია მათი დატენიანებისთვის და ოდნავ შეიზელენ.

მოზრდილები

ერბინოლი 1% სპრეი გამოიყენება დღე-ღამეში ერთხელ, ერთი კვირის განმავლობაში.

დაავადების კლინიკური გამოვლინებების გამოხატულობის შემცირება ჩვეულებრივ აღინიშნება მკურნალობის პირველ დღეებში. არარეგულარული მკურნალობის ან მკურნალობის ნაადრევი შეწყვეტისას არსებობს ინფექციის რეციდივის რისკი.

იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ არ აღინიშნება გაუმჯობესების ნიშნები, საჭიროა დიაგნოზის დაზუსტება.



პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფი

ბავშვები

პრეპარატი არ გამოიყენება 16 წლამდე ასაკის ბავშვებში, ვინაიდან ტერბინაფინის ჰიდროქლორიდის 1% სპრეის გამოყენების გამოცდილება მოცემულ პაციენტების ჯგუფში შეზღუდულია.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

დოზირების რეჟიმის შეცვლა არ არის საჭირო.



პრეპარატის გამოყენების წესები

ერბინოლი სპრეის პირველად გამოყენების წინ საჭიროა რამოდენიმეჯერ დააჭიროთ გამფრქვევს მანამ, სანამ არ გაჩნდება შხეფები, რაც მიუთითებს პრეპარატის მზადყოფნას გამოყენებისთვის.



უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ტერბინაფინის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

გამოყენება პედიატრიაში

პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებში 16 წლის ასაკამდე, ვინაიდან ტერბინაფინის ჰიდროქლორიდის 1% სპრეის გამოყენების გამოცდილება მოცემული პაციენტების ჯგუფში შეზღუდულია.



გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობა

ცხოველებზე ცდებმა არ გამოავლინეს ტერბინაფინის ტერატოგენული ან ამბრიოტოქსიკური მოქმედება.

გამომდინარე იქიდან, რომ ორსულობის პერიოდში ტერბინაფინის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია, პრეპარატის დანიშვნა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი დადებითი ეფექტი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის.

ლაქტაცია

ტერბინაფინი აღწევს დედის რძეში, ამიტომ პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ შეიძლება.

საჭიროა ახალშობილი მოარიდოთ კანის იმ მონაკვეთთან კონტაქტს, რომელზეც გამოიყენეს პრეპარატი, მათ შორის მკერდთან.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25ძC ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენეთ 3 თვის მანძილზე.



ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.



აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ტერბინაფინი
დოზა
1%
ფორმა
სპრეი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
20მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი