შემადგენლობა: მომეტაზონის ფუროატი -1 მგ ჩვენებები: ელოკომი გამოიყენება დერმატოზებით გამოწვეული ანთებითი პროცესების ქავილის შემცირებისა და ლიკვიდაციისათვის. მისი გამოყენება შესაძლებელია ბავშვებში 2 წლის ასაკის ზევით, მაგრამ მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ ბავშვებში 3 კვირაზე მეტი ხნით გამოყენებისას პრეპარატის უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ მონაცემები არ არსებობს. ლოსიონი გამოიყენება მხოლოდ თავის თმიან მიდამოში. მიღების წესი და დოზირება: თხელი ფენა უნდა წაისვათ კანის დაზიანებულ უბანზე დღეში ერთხელ. უკუჩვენებები: პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 2-25C ტემპერატურაზე.