პროდუქტის შესახებ
დასახელება - აქსოტრეტი კაფსულა 10მგ #30
გამოყენება
აქსოტრეტი შეიცავს აქტიურ ნივთერება იზოტრეტინოინს, რომელიც რეტინოიდების ჯგუფის პრეპარატებს მიეკუთვნება.
ჩვენებები
აქსოტრეტი ნაჩვენებია მძიმე ტიპის აკნეს სამკურნალოდ (მაგ. კვანძოვანი ან კონგლობატური აკნე ან მუდმივი ნაწიბურების განვითარების რისკის მქონე აკნე), რომელიც არ პასუხობს სისტემური ანტიბაქტერიული საშუალებებით სტანდარტულ თერაპიას და ადგილობრივ თერაპიას.
იზოტრეტინოინით მკურნალობა მიმდინარეობს მძიმე ფორმის აკნეს მკურნალობისას, სისტემური რეტინოიდების გამოყენებაში გამოცდილი დერმატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. აქსოტრეტი არ გამოიყენება პრეპუბერტალური აკნეს სამკურნალოდ და არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
უკუჩვენებები
აქსოტრეტის მიღება უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
- ორსულობა;
- ლაქტაცია;
- თუ არსებობს დაორსულების შანსი, უნდა დაიცვათ მითითებანი, რომელიც მოცემულია „ორსულობა და პრევენციის პროგრამა“-ში, იხ. „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“;
- იზოტრეტინოინის, სოიოს ზეთის (არაქისის ან სოიოს) ან ამ წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ ალერგია (ჩამოთვლილია შემადგენლობაში).
- ღვიძლის დაავადება;
- სისხლში ქოლესტერინის ან ტრიგლიცერიდების ძალიან მაღალი დონე;
- ორგანიზმში A ვიტამინის ძალიან მაღალი დონე (ჰიპერვიტამინოზი A);
- იმავდროულად ტეტრაციკლინებით მკურნალობის ჩატარება.
აქსოტრეტის მიღების წესი
ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გირჩიათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ჩვეულებრივი საწყისი დოზაა დღეში 0,5 მგ კგ სხეულის მასაზე (0,5 მგ/კგ/დღეში). რამდენიმე კვირის შემდეგ ექიმმა შეიძლება შეცვალოს თქვენი დოზა. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოქმედებს თქვენზე პრეპარატი. პაციენტების უმეტესობისთვის რეკომენდებული დოზაა 0,5-დან 1,0 მგ/კგ/დღეში.
თუ ფიქრობთ, რომ აქსოტრეტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მიიღეთ კაფსულები საკვებთან ერთად დღეში ერთხელ ან ორჯერ. გადაყლაპეთ ისინი მთლიანად, არ დაღეჭოთ კაფსულა.
თუ გაქვთ თირკმელების მძიმე დარღვევები, ჩვეულებრივ იწყებთ უფრო დაბალი დოზით, როგორიცაა 10 მგ/დღეში, რომელიც გაიზრდება მაქსიმალურ დოზამდე, რომელსაც თქვენი ორგანიზმი აიტანს.
თუ თქვენი ორგანიზმი ვერ ეგუება რეკომენდებულ დოზას, შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა: ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენ დაგჭირდებათ მკურნალობა უფრო ხანგრძლივად და შეიძლება ისევ განვითარდეს აკნეს რეციდივი.
ზოგიერთი პირი აღმოაჩენს, რომ მათი აკნე უარესდება მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში. როგორც წესი, ის უმჯობესდება მკურნალობის გაგრძელებისას.
მკურნალობის კურსი ჩვეულებრივ გრძელდება 16-დან 24 კვირამდე. თქვენი აკნე შესაძლოა გაუმჯობესდეს მკურნალობის დასრულებიდან 8 კვირის განმავლობაში, ასე რომ, ჩვეულებრივ, მანამდე სხვა კურსის დაწყება არ ხდება. პაციენტების უმეტესობას მხოლოდ ერთი კურსი სჭირდება.
მკურნალობის დასრულების შემდეგ ნებისმიერი გამოუყენებელი კაფსულა დაუბრუნეთ თქვენს ფარმაცევტს. დარჩეენილი კაფსულები უნდა შეინახოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ექიმი გირჩევთ. არასოდეს მისცეთ ეს პროდუქტი სხვა ადამიანს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მიუხედავად იმისა რომ, მათი სიმპტომები შესაძლოა მსგავსი ჩანდეს.
შენახვის პირობები
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
210177