პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: აქტიური სუბსტანცია არის: ამოროლფინი, როგორც ჰიდროქლორიდი. ამოროლფინი მუსმანი 5% შეიცავს ამოროლფინის 50მგ-მლ-ს (55.74მგ ამოროლფინის ჰიდროქლორიდის ექვივალენტი). სხვა ინგრედიენტებია: ამონიო მეთაკრილატის კოპოლიმერი A, ტრიაცეტინი, ბუტილის აცეტატი და ეთანოლი.
ჩვენება: ამოროლფინი მუსმანი 5% გამოიყენება ფრჩხილების სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ. ამოროლფინი მუსმანი 5% შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს ამოროლფინს (როგორც ჰიდროქლორიდს), რომელიც მიეკუთვნება სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების სახელით ცნობილი პრეპარატების ჯგუფს. ის კლავს ფრჩხილის ინფექციების გამომწვევ მრავალი სახეობის სოკოს.
უკუჩვენება: არ გამოიყენება თუ პაციენტს აქვს ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ამოროლფინის ან ამოროლფინი მუსმანი 5%-ის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები: ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, ზოგიერთი მათგანი შეიძლება სერიოზული იყოს. ასეთი რეაქციების განვითარებისას, პროდუქტის გამოყენება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ, მოიცილოს პროდუქტი ლაქის მოსაცილებელი საშაულებით ან გასაწმენდი ტამპონით, რომელიც მოცემულია შეფუთვაში და უნდა მიემართოს სამედიცინო დახმარებას.
შემდეგი სიმპტომების განვითარებისას აუცილებელია სასწრაფო დახმარების მიღება: სუნთქვის გაძნელება; სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება; კანზე სერიოზული გამონაყარი; ამოროლფინი მუსმანი 5%-ის გამოყენების წინ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. არ შეიძლება ლაქის წასმა ფრჩხილის გარშემო კანზე. პაციენტი უნდა მოერიდოს ლაქის მოხვედრას თვალებში, ყურებში ან ლორწოვან გარსებზე (მაგ. პირში და ნესტოებში). არ უნდა შეისუნთქოს. ორგანული ხსნარების გამოყენებისას გაიკეთოს ჰერმეტული ხელთათმანები, რათა არ მოხდეს ფრჩხილის ლაქის მოცილება.
ფრჩხილის სხვა პროდუქტების გამოყენება: ამოროლფინი მუსმანი 5%-ის გამოყენებისას არ შეიძლება ხელოვნური ფრჩხილების გამოყენება. კოსმეტიკური ფრჩხილის ლაქის გამოყენება დასაშვებია, თუმცა პაციენტმა ის უნდა წაისვას ამოროლფინი მუსმანი 5%-ის წასმიდან მინიმუმ 10 წუთის შემდეგ. ამოროლფინი მუსმანი 5%-ის განმეორებით წასმის წინ პაციენტმა ფრჩხილის ლაქი ფრთხილად უნდა მოიცილოს.
ორსულობა და ლაქტაცია: ამოროლფინი მუსმანი 5% არ გამოიყენება და უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტი არის ორსულად, გეგმავს დაორსულებას ან ლაქტაციის პერიოდშია. ამის შემდეგ მკურნალი ექიმი გადაწყვეტს შეუძლია თუ არა ამოროლფინი მუსმანი 5%-ის გამოყენება. ნებისმიერი პრეპარატის გამოყენების წინ რჩევისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარაცევტს.
ამოროლფინი მუსმანი 5%-ის გამოყენების წესი: ამოროლფინი მუსმანი 5% ყოველთვის გამოიყენება ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად. რაიმე სახის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთს. ამოროლფინი მუსმანი 5% უნდა წაისვან დაზიანებულ ხელის ან ფეხის ფრჩხილებზე კვირაში ერთხელ ან ორჯერ, ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით.
1. ფრჩხილის გაქლიბვა: ფრჩხილის დაინფიცირებული უბანი, მათ შორის ფრჩხილის ზედაპირი მაქსიმალურად უნდა გაიქლიბოს იმ ქლიბით, რომელიც თან ახლავს პროდუქტს.
გაფრთხილება: დაზიანებულ ფრჩხილებზე გამოყენებული ქლიბი არ გამოიყენება ჯანმრთელ ფრჩხილებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება გავრცელდეს ინფექცია. ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე, რომ პაციენტის ქლიბით სხვამ არ ისარგებლოს.
2. ფრჩხილის გაწმენდა: ფრჩხილის ზედაპირის გასაწმენდად გამოიყენება ტამპონები, რომლებიც თან ახლავს პროდუქტს. ყოველ დაზიანებულ ფრჩხილზე პაციენტმა უნდა გაიმეოროს ზემოთ მოცემული 1-ლი და მე-2 მითითებები.
3. ბოთლიდან ამოიღოს ცოტაოდენი ლაქი:ფრჩხილის ლაქის შემცველ ბოთლში უნდა ჩადოს მრავალჯერადი გამოყენების აპლიკატორი. ლაქი არ უნდა მოხვდეს ბოთლის კიდეს მის წასმამდე.
4. ლაქის წასმა: საჭიროა ფრჩხილის ლაქის თანაბრად წასმა ფრჩხილის მთელ ზედაპირზე. ყოველ დაზიანებულ ფრჩხილზე ზემოთ მოცემული მე-3 და მე-4 მითითებების გამეორება.
5. გაშრობა: დამუშავებული ფრჩხილი (ფრჩხილები) უნდა გაიშროს დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში. კოსმეტიკური ფრჩხილის ლაქის წასმა შეიძლება მინიმუ 10 წუთის შემდეგ.
6. აპლიკატორის გაწმენდა: პროდუქტთან ერთად მოთავსებული აპლიკატორები განკუთვნილია მრავალჯერადი გამოყენებისთვის. თუმცა, აუცილებელია მათი სრულყოფილად გაწმენდა ყოველი პროცედურის შემდეგ იმავე ტამპონით, რომელიც გამოიყენ
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
125561