პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Sotalolum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბეტა-ადრენობლოკატორები
აქტიური ნივთიერება: სოტალოლის ჰიდროქლორიდი
დამხმარე ნივთიერებები: სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, დექსტრატები, ინდიგოტინი (Blue #2), მაგნიუმის სტეარატი და მეთილცელულოზა.
ჩვენება: აპო-სოტალოლი ნაჩვენებია სიცოცხლისთვის საშიში ვენტრიკულური არითმიის სამკურნალოდ, როგორიცაა მდგრადი პარკუჭოვანი ტაქიკარდია. აპო-სოტალოლის გამოყენება ასევე შესაძლებელია სიმპტომური პარკუჭოვანი არითმიების მქონე პაციენტების სამკურნალოდ. აპო-სოტალოლის არითმოგენული ეფექტის გამო, მისი გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მკურნალი ექიმის შეფასებით, სარგებელი გადაწონის რისკებს. მდგრადი პარკუჭოვანი ტაქიკარდიის მქონე პაციენტებისთვის, აპო-სოტალოლით მკურნალობა იწყება საავადმყოფოში. ჰოსპიტალიზაცია შეიძლება საჭირო გახდეს კარდიოლოგიური სტატუსის და თანმხლები კარდიოლოგიური დაავადებების მიხედვით. აპო-სოტალოლის პროარითმიული ეფეტების გათვალისწინებით, ჰიპერტენზიისა და სტენოკარდიის მქონე პაციენტებში არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება, თუკი ისინი არ საჭიროებენ აპო-სოტალოლით მკურნალობას პარკუჭოვანის არითმიების დროს.
დოზირება და მიღების წესი: სიცოცხლისთვის საშიში პარკუჭოვანი არითმიის სამკურნალოდ გამოყენებისას აპო-სოტალოლის დანიშვნა და დოზის გაზრდა ხდება საავადმყოფოში გულის რიტმის მონიტორინგთან და შეფასებასთან ერთად. აპო-სოტალოლი მიიღება მხოლოდ სათანადო კლინიკური დაკვირვების შემდეგ, აპო-სოტალოლის დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად თერაპიული პასუხისა და პრეპარატის ამტანობის მიხედვით. პლაზმური დონის მონიტორინგის ვარგისობა მკურნალობის ეფექტურობისთვის არ არის შეფასებული. არითმოგენული ეფექტი შესაძლოა გამოვლინდეს არა მხოლოდ მკურნალობის დაწყებისას, არამედ დოზის ტიტრაციის შემთხვევებშიც. აპო-სოტალოლის დოზის კორექცია ხდება თანდათანობით, რაც იძლევა 2-3 დღიანი შუალედის საშუალებას დოზის მატებამდე, რითაც მიიღწევა სტაბილური პლაზმური კონცენტრაცია და QT ინტერვალის მონიტორინგის საშუალება. დოზის თანდათანობითი მომატებით ხდება არითმიის მართვისთვის საჭიროზე მეტი დოზის მიღების პრევენცია. რეკომენდებული საწყისი დოზა არის 80 მგ დღეში ორჯერ. საჭიროებისამებრ, დოზა შეიძლება გაიზარდოს სათანადო გამოკვლევების შემდეგ 240-დან 320 მგდღეში. პაციენტთა უმრავლესობაში, თერაპიული პასუხი მიიღება მაშინ, როდესაც ჯამური დღიური დოზა მერყეობს 160-320 მგდღეში ფარგლებში, გაყოფილი ორ მიღებაზე. სიცოცხლისთვის საშიში რეფრაქტორული არითმიის მქონე ზოგიერთი პაციენტი შესაძლოა საჭიროებდეს უფრო მაღალ დოზას 480-640 მგ დღეში ოდენობით; თუმცა აღნიშნული დოზა ინიშნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი გადაწონის გვერდითი მოვლენების მოსალოდნელ რისკებს, განსაკუთრებით პროარითმიების დროს. სოტალოლის ჰიდროქლორიდის ხანგრძლივი ელიმინაციის პერიოდის გამო, ჩვეულებრივ იგი მიიღება არა უმეტეს დღეში ორჯერ. აპო-სოტალოლით მკურნალობის დაწყებისას ბრადიკარდიის ან ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა; აპო-სოტალოლის ნაკლები დოზით მკურნალობის განახლება შესაძლებელია მოგვიანებით. რეკომენდებულია დოზის შემცირება სისუსტის და თავბრუსხვევის შესამცირებლად მაშინ, როდესაც ერთ თვეზე მეტი ხნით მკურნალობისას არტერიული წნევა რჩება დაბალი. თირკმლის დაზიანების დროს საჭიროა მკურნალობის გახანგრძლივება სტაბილური კონცენტრაციის მისაღწევად. აპო-სოტალოლის მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეიცვალოს, თუ კრეატინინის კლირენსი < 60 მლწთ-ზე: თუ იგი მეტია 60-ზე - დოზირების ინტერვალი შეადგენს 12 საათს, თუ კრეატინინის კლირენსი 30 - 60 მლწთ-ის ფარგლებშია - 24 საათს, ხოლო თუ კრეატინინის კლირენსი 10-30 მლწთ-ია 36-48 საათს, ხოლო 10 მლწთ-ზე ნაკლები - დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად. თირკმლის ფუნქციის დარღვევისას დოზა იზრდება სათანადო ინტერვალების დაცვით არა ნაკლებ 5 ან 6 დოზის მიღების შემდეგ. როდესაც ერთ ანტიარითმიულ სამკურნალო საშუალებას ცვლიან აპო-სოტალოლით, ან ხდება აპო-სოტალოლის შეცვლა სხვა ანტიარითმიული პრეპარატით, საჭიროა სულ მცირე 3-4 ნახევარ-დაშლის პერიოდის გამოტოვება ძველი პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან ახალი პრეპარატის ჩვეულებრივი დოზით მიღებამდე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
122747