რელიფი ადვანსი სანთელი რექტალური #12

რელიფი ადვანსი სანთელი რექტალური #12

იტალია

ინსტუტიტო დე ანგელი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Phenylephrine Hydrochloride ბენზოკაინი (Benzocaine).
სავაჭრო დასახელება
რელიფი ადვანსი
სამკურნალწამლო ფორმა
რექტალური სუპოზიტორიები
დახასიათება
გაუმჭირვალე, თეთრიდან ღია ყვითელ ფერამდე, ტორპედოს ფორმის სუპოზიტორია
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება (1 სუპოზიტორია შეიცავს): ბენზოკაინი 206მგ.
დამხმარე ნივთიერებები: კაკაოს ცხიმი, სიმინდის სახამებელი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216).

გამოყენების ჩვენება
სიმპტომური საშუალება ბუასილის და ანალური ნახეთქების კომპლექსურ მკურნალობაში.

გამოყენების მეთოდი და დოზები
პრეპარატი გამოიყენება ჰიგიენური პროცედურების ჩატარების შემდეგ.

სწორ ნაწლავში შეიყვანება ერთი სუპოზიტორია დღეში 4 ჯერამდე (დილით, ძილის წინ და ყოველი დეფეკაციის შემდეგ).
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ დაავადების თავისებურებების, პრეპარატის ამტანობის და მიღებული ეფექტების გათვალისწინებით.

გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია განვითარდეს შემდეგი გვერდითი რეაქციები: კონტაქტური დერმატიტი, კანის ალერგიული რეაქციები (ჰიპერემია, გამონაყარი კანზე, ქავილი), ადგილობრივი რეაქციები პრეპარატის გამოყენების არეში. პრეპარატის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მეტჰემოგლობინემია (კანის ციანოზით, ტუჩების და თითის ფალანგების, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სუნთქვის დარღვევა, ზოგადი სისუსტე, ტაქიკარდია).
იმ შემთხვევაში თუ განვითარდა ისეთი გვერდითი რეაქციები, რომლებიც აღწერილი არ არის აქ, აუცილებელია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ, ასევე, ამიდური ტიპის სხვა საანესთეზიო საშუალებებისადმი, თრომბოემბოლია (მათ შორის ადრე გადატანილი), გრანულოციტოპენია.

ჭარბი დოზირება
რეკომენდებული ერთჯერადი და სადღეღამისო დოზების მნიშვნელოვანი გადაჭარბების შემთხვევებში შეინიშნება ჰიპერკოაგულაციისადმი მიდრეკილება. ბენზოკაინის ჭარბი დოზირებისას სისტემური აბსორბციისას შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი დარღვევები: ძილიანობის, მოუსვენრობის, აგზნება, მძიმე შემთხვევებში - კრუნჩხვები. მკურნალობა სიმპტომური.
ბენზოკაინის შემცველი პრეპარატების მიღებისას დაფიქსირდა შემთხვევები მეტჰემოგლობინემიის (კანის ციანოზით, ტუჩებისა და თითების ფალანგების, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სუნთქვის დარღვევა, ზოგადი სისუსტე, ტაქიკარდია) განვითარებისა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ლეტალური შედეგი და ამიტომ საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ზემოთ აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართეთ საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებას.

გამოყენება ბავშვებში
12 წლამდე ბავშვებში სამკურნალო საშუალების გამოყენება არ არის რეკომენდებული.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ინსტუტიტო დე ანგელი
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
ბენზოკაინი
ფორმა
სანთელი რექტალური
რაოდენობა შეფუთვაში
12
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი