ნებილეტი ტაბლეტი 5მგ #28

ნებილეტი ტაბლეტი 5მგ #28

გერმანია

ბერლინ-ჰემ მენარინი
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Nebivololum

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ადრენომაბლოკირებელი საშუალებები; ბეტა1 ადრენომაბლოკირებელი საშუალებები
ნებილეტი შეიცავს ნებივოლოლს – გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო საშუალებას, რომელიც მიეკუთვნება სელექციურ ბეტა-ადრენობლოკატორების ჯგუფს (ე.ი. იმ საშუალებების, რომლებიც სელეციურად მოქმედებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე). იგი ამცირებს გულისცემის სიხშირეს და სისხლძარღვთ გამაფართოვებელი ეფექტით ხელს უწყობს სისხლის წნევის დაქვეითებას.
ნებილეტი გამოიყენება: სისხლის მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტონიის) და მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გულის ქრონიკული უკმარისობის სტანდარტული მკურნალობის დანამატის სახით 70 წლისა და მეტი ასაკის ხანდაზმულ პაციენტებში.

ჩვენებები
ნებილეტი შეიცავს ნებივოლოლს – გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო საშუალებას, რომელიც მიეკუთვნება სელექციურ ბეტა-ადრენობლოკატორების ჯგუფს (ე.ი. იმ საშუალებების, რომლებიც სელეციურად მოქმედებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე). იგი ამცირებს გულისცემის სიხშირეს და სისხლძარღვთ გამაფართოვებელი ეფექტით ხელს უწყობს სისხლის წნევის დაქვეითებას.
ნებილეტი გამოიყენება: სისხლის მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტონიის) და მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გულის ქრონიკული უკმარისობის სტანდარტული მკურნალობის დანამატის სახით 70 წლისა და მეტი ასაკის ხანდაზმულ პაციენტებში

მიღების წესები და დოზები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატ ნებილეტის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ გაწუხებთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს. როგორ გამოიყენება ნებილეტი? ნებილეტი ყოველთვის ექიმის დანიშნულებით მიიღება. რაიმე ეჭვის შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
ნებილეტის მიღება შეიძლება ჭამამდე, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. მისი მიღება ასევე შესაძლებელია საკვების მიღების მიუხედავად. პრეპარატი გამოიყენება საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.
სისხლის მაღალი წნევის (ჰიპერტონიის) მკურნალობა
- ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დღეში. პრეპარატის მიღება სასურველია დღის ერთსა და იმავე დროს.
- ხანდაზმული პაციენტებისათვის და პაციენტებისათვის თირკმელების დაავადებებით საწყისი დოზა, ჩვეულებრივ, შეადგენს 1/2 (ნახევარ) ტაბლეტს დღეში.
- ჰიპოტენზიური ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირაში. ზოგჯერ ოპტიმალური ეფექტი მხოლოდ 4 კვირაში მიიღწევა. გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა
- მკურნალობა ტარდება გამოცდილი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ
- მკურნალობას იწყება დღეში 1/4 (მეოთხედი) ტაბლეტის დანიშვნით. 1-2 კვირაში დოზის გაზრდა შეიძლება დღეში 1/2 (ნახევარ) ტაბლეტამდე, ხოლო შემდეგ თანმიმდევრულად დღეში ერთ ან ორ ტაბლეტამდე სასურველი დოზის მიღწევამდე. მკაცრად უნდა იყოს დაცული მითითებული დოზა და ექიმის ინსტრუქციები.
- მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 2 ტაბლეტს (10 მგ) დღეში.
- პრეპარატის პირველი მიღების შემდეგ მკურნალობის დასაწყისში და პრეპარატის მიღებისას დოზის ყოველი გაზრდის შემდეგ საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა 2 საათის განმავლობაში.
- საჭიროების შემთხვევაში ექიმს შეუძლია დოზის შემცირება.
- მკურნალობის უეცარი შეწყვეტა არ შეიძლება, ვინაიდან ამან შესაძლოა გამოიწვიოს გულის უკმარისობის გაუარესება.
- პაციენტებმა თირკმელების მძიმე დაავადებებით ეს პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ.
- პრეპარატი მიიღება დღეში ერთხელ, სასურველია დღის ერთსა და იმავე დროს.

უკუჩვენება
ნებილეტის გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) ნებივოლოლის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ;
• ჩამოთვლილი დარღვევებიდან ერთ-ერთი ან რამოდენიმე:
- დაბალი არტერიული წნევა;
- კიდურებში სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვვები;
- ბრადიკარდია (წუთში 60-ზე ნაკლები);
- გულის რითმის სხვადასხვა დარღვევები (მაგალითად II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, გულის გამტარობის დარღვევა);
- გულის უკმარისობის გვიან სტადიაში ან კარდიოგენული შოკის დროს;
- ბრონქოსპაზმი და ბრონქული ასთმა (ამჟამად ან წარსულში);
- არანამკურნალები ფეოქრომოციტომა (თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე);
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ან დაქვეითება;
- ნივთიერებათა ცვლის დარღვევა (მეტაბოლური აციდოზი), მაგ. დიაბეტური კეტოაციდოზი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბერლინ-ჰემ მენარინი
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
ნებივოლოლი
დოზა
5მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
28
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი