კლივასი ტაბლეტი 10მგ #30

კლივასი ტაბლეტი 10მგ #30

უკრაინა

ფარმა სტარტი
პროდუქტის შესახებ
შენადგენლობა: როზუვასტატინი

ჩვენებები: ჰიპერქოლესტერინემია. როზუვასტატინი გამოიყენება საერთო ქოლესტერინის, LDL ქოლესტერინის, B
აპოლიპოპროტეინისა და ტრიგლიცერიდების მომატებული კონცენტრაციების შემცირების მიზნით, იმ შემთხვევაში, თუ
სხვა მეთოდები სასურველ შედეგებს ვერ გვაძლევენ: ჰიპერქოლესტერინემია; კომბინირებული ჰიპერქოლესტერინემია (შერეული); ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია; გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების პროფილაქტიკა.

დოზირება და მიღების წესი: 1 აბი დღეში ერთხელ. როზუვასტატინის დღიური მაქსიმალური დოზა შეადგენს 40 მგ-ს. ეს დოზა განკუთვნილია მხოლოდ ქოლესტერინის მაღალი დონის მქონე პაციენტებისათვის და გულის შეტევის,
სტენოკარდიის მაღალი რისკის მქონე პაციენტებისათვის, რომელთა ქოლესტერინის დონე არ შემცირდა შესაბამისად
20 მგ ტაბლეტის მიღებისას. რეკომენდებულია ქოლესტერინის რეგულარული შემოწმება. დოზის გამოტოვების
შემთხვევაში: დოზის გამოტოვების შემთხვევაში, შემდეგი დოზა მიიღება ჩვეულ დროს. დაუშვებელია გამოტოვებულის
სანაცვლოდ გაორმაგებული დოზი მიღება. როზუვასტატინის მიღების შეწყვეტამდე უნდა მიემართოს ექიმს. პრეპარატის
შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს ქოლესტერინის დონის მომატება.

გვერდითი მოვლენები: ყველა პრეპარატის მსგავსად, როზუვასტატინმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.
ჩვეულებრივ, ეს გვერდითი მოვლენები გარდამავალია და მსუბუქი ხასიათისაა. ქვემოთ ჩამოთვლილი ალერგიული რეაქციების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება: სუნთქვის გაძნელება, სახის, ენის, ტუჩების ან ყელის შეშუპებით ან მათ გარეშე; სახის, ენის, ტუჩების ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება; კანის ძლიერი ქავილი. ასევე დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს როზუვასტატინის მიღება, თუ აღინიშნება კუნთების უჩვეულო ტკივილი, რომელიც დიდხანს გრძელდება. სხვა სტატინების მსგავსად, ადამიანთა მცირე ნაწილში ვლინდება არასასურველი გავლენა კუნთებზე და იშვიათად იწვევს კუნთების სერიოზულ დაზიანებას ე.წ. რაბდომიოლოზს. გარდა ამისა შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები: თავის ტკივილი, კუჭის ტკივილი, შეკრულობა, ღებინება, კუნთების ტკივილი, თავბრუსხვევა.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა როზუვასტატინის მიმართ, ან მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ;
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; ღვიძლის ან თირკმლის მწვავე უკმარისობა; კუნთების განმეორებითი, ან უჩვეულო ტკივილი; 70 წლის ზემოთ ასაკის პაციენტებში; მწვავე რესპირატორული უკმარისობისას; ზოგიერთ ადამიანში სტატინებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ღვიძლზე. ამის დადგენა ხდება მარტივი ანალიზით, სადაც ხდება ღვიძლის ენზიმების
მომატებული დონის განსაზღვრა სისხლში. ამ მიზნით, ექიმი ყოველთვის აკეთებს სისხლის ამ ანალიზს ვაზუროტინით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდში.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: ექიმს უნდა ეცნობოს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც იღებს ან იღებდა პაციენტი, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების შესახებ. განსაკუთრებით ციკლოსპორინის, ვარფარინის,
ფიბრატების, ან ქოლესტერინის შესამცირებელი ნებისმიერი სხვა პრეპარატის, საჭმლის მოსანელებელი საშუალებების,
ერითრომიცინის, შიგნით მისაღები კონტრაცეპტივების, ლიპონავირი, რიტონავირის გამოყენებისას, ან თუ ტარდება
ჰორმონ-ჩანაცვლებითი თერაპია.

ორსულობა და ლაქტაცია: ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
როზუვასტატინის არ გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
როზუვასტატინის მიღების დროს რეკომენდებულია შიგნით მისაღები კონტრაცეპტივების მიღება, ორსულობის თავიდან აცილების მიზნით.

ჭარბი დოზირება: პრეპარატის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფარმა სტარტი
ქვეყანა
უკრაინა
ჯენერიკი
როზუვასტატინი
დოზა
10მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი