ეკვაპრესი კაფსულა 20მგ+5მგ+1.5მგ #28

ეკვაპრესი კაფსულა 20მგ+5მგ+1.5მგ #28

რუსეთის ფედერაცია

გედეონ რიხტერ-რუს
პროდუქტის შესახებ
ეკვაპრესი

შემადგენლობა
ყოველი მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულა შეიცავს:
დოზირება 20 მგ/5 მგ/1,5 მგ
აქტიური ნივთერებები: ლიზინოპრილის დიჰიდრატი 21,776 მგ (ექვივალენტური 20 მგ ლიზინოპრილის), ამლოდიპინის ბეზილატი 6,934 მგ (ექვივალენტური 5 მგ ამლოდიპინის), ინდაპამიდი 1,5 მგ ყოველ კაფსულაში;
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი (ტიპი C92 - 18), მანიტოლი, სიმინდის სახამებელი, ტალკი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, კოლოიდური უწყლო კაჟბადის დიოქსიდი, მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 102), ჰიპრომელოზა (ტიპი 2208).
ინდაპამიდის ტაბლეტის გარსი: ოპადრაი II 85F18422 თეთრი (ნაწილობრივ ჰიდროლიზებული პოლიეთილენის სპირტი (E1203), ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი/PEG 3350 (E1521), ტალკი (E553b). მკვრივი ჟელატინის კაფსულა შეიცავს: საღებავი ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), საღებავი წითელი რკინის ოქსიდი (E172), წყალი, ჟელატინი.

გამოყენების ჩვენებები
არტერიული ჰიპერტენზია (პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ კომბინირებულ თერაპიას).

მიღების წესი
პრეპარატი ეკვაპრესი მიიღება პერორალურად, კვებისგან დამოუკიდებლად.
დოზირება
კომბინირებული პრეპარატები ფიქსირებული დოზით არ არის რეკომენდებული საწყისი თერაპიისთვის. ეკვაპრესი ნაჩვენებია ზრდასრული პაციენტებისთვის, რომლებშიც მიღწეული იქნა არტერიული წნევის ადექვატური კონტროლი ლიზინოპრილის, ამლოდიპინის და ინდაპამიდის იგივე დოზებით მიღებისას, რაც კომბინირებულ პრეპარატშია მოცემული: ლიზინოპრილი 10 მგ, ამლოდიპინი 5 მგ, ინდაპამიდი 1,5 მგ (ეკვაპრესი 10 მგ/5 მგ/1,5 მგ), ლიზინოპრილი 20 მგ, ამლოდიპინი 10 მგ, ინდაპამიდი 1,5 მგ (ეკვაპრესი 20 მგ/10 მგ/1,5 მგ), ლიზინოპრილი 20 მგ, ამლოდიპინი 5 მგ, ინდაპამიდი 1,5 მგ, (ეკვაპრესი 20 მგ / 5 მგ / 1,5 მგ). რეკომენდებული დოზაა 1 კაფსულა დღეში, სასურველია მიღება დილით, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 1 კაფსულა. ეკვაპრესით მკურნალობის დასაწყისში სიმპტომური არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში, პაციენტი უნდა მოთავსდეს ზურგით მწოლიარე მდგომარეობაში, შეწყვიტოს პრეპარატის მიღება და მიმართოს ექიმს. გარდამავალი არტერიული ჰიპოტენზია ჩვეულებრივ არ საჭიროებს პრეპარატის შეწყვეტას, მაგრამ უნდა შეფასდეს დოზის შემცირების აუცილებლობა. თუ საჭიროა დოზის შერჩევა, ამლოდიპინი, ინდაპამიდი და ლიზინოპრილი ცალ-ცალკე უნდა იქნას გამოყენებული.

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
გედეონ რიხტერ-რუს
ქვეყანა
რუსეთის ფედერაცია
ჯენერიკი
ლიზინოპრილი+ამლოდიპონი+ინდაპამიდი
დოზა
20მგ+5მგ+1.5მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
28
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი