მოქმედი ნივთიერებები: ლიზინოპრილის დიჰიდრატი - 10,888 მგ (10 მგ ლიზინოპრილის ექვივალენტი), ინდაპამიდი - 1,5 მგ. დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი; მანიტოლი; სიმინდის სახამებელი; ტალკი; ნატრიუმის კროსკარმელოზა; მაგნიუმის სტეარატი; ლაქტოზას მონოჰიდრატი; სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო; მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 102); ჰიპრომელოზა (ტიპი 2208); ოპადრაი II 85F18422 თეთრი (შეიცავს: ნაწილობრივ ჰიდროლიზებულ პოლივინილის სპირტს; ტიტანის დიოქსიდს; მაკროგოლს / პეგ 3350; ტალკს); მყარი ჟელატინის კაფსულა (შეიცავს: ტიტანის დიოქსიდს; მკვეთრი წითელი საღებავი (პონსო 4R); წყალი; ჟელატინი.
გამოყენების ჩვენებები ესენციური არტერიული ჰიპერტენზია (პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ კომბინირებულ თერაპიას).
გამოყენების წესი და დოზები გამოყენების წესი შიგნით. დიროტონ პლუსის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე. დოზები როგორც წესი, ფიქსირებული დოზების მქონე კომბინირებული პრეპარატები არ უნდა იქნას გამოყენებული საწყისი თერაპიისთვის. პრეპარატი დიროტონ პლუსი ინიშნება მოზრდილ პაციენტებში, რომლებშიც მიღწეულ იქნა არტერიული ჰიპერტენზიის ადეკვატური კონტროლი ლიზინოპრილისა და ინდაპამიდის მიღების ფონზე, რომლებსაც პაციენტი ერთდროულად იღებს იმავე დოზებში, როგორც კომბინირებულ პრეპარატში. რეკომენდებული დოზა არის 1 კაფსულა დღეში, სასურველია დილით, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 1 კაფსულა. დიროტონ პლუსით მკურნალობის დასაწყისში სიმპტომური არტერიული ჰიპოტენზიის განვითარებისას, პაციენტი უნდა დაწვეს ზურგზე, შეწყვიტოს პრეპარატის მიღება და მიმართოს ექიმს. გარდამავალი არტერიული ჰიპოტენზია ჩვეულებრივ არ საჭიროებს პრეპარატის მიღების შეწყვეტას, მაგრამ უნდა შეფასდეს დოზის შემცირების აუცილებლობა. დოზის შერჩევის აუცილებლობის შემთხვევაში მიღებული უნდა იყოს ინდაპამიდის და ლიზინოპრილის სამკურნალო პრეპარატები ცალ-ცალკე.
შენახვის პირობები ინახება არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.