ამპრილანი ტაბლეტი  5მგ #30

ამპრილანი ტაბლეტი 5მგ #30

სლოვენია

კრკა
პროდუქტის შესახებ
წამლის ფორმა: ტაბლეტები

შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას – რამიპრილი 1,25მგ, 2.5მგ, 5მგ ან 10მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლაქტოზის მონოჰიდრატები, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პრეჟელატინირებული სახამებელი, ნატრიუმის სტეარილ-ფუმარატი, ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), წითელი რკინის ოქსიდი (E172).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორიმიღების ჩვენებები
• არტერიული ჰიპერტენზია;
• გულის ქრონიკული უკმარისობა;
• მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის პირველ დღეებში განვითარებული გულის უკმარისობა;
• დიაბეტური და არადიაბეტური ნეფროპათია;
• მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის და გულ-სისხლძარღვთა სიკვდილიანობის განვითარების რისკის შემცირება პაციენტებში გულ-სისხლძარღვთ მაღალი რისკით, იმ პაციენტების ჩათვლით, რომელთაც დადასტურებული აქვთ გულის იშემიური დაავადება (ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტით, ან მის გარეშე) გადატანილი აქვთ ტრანსკუტანური ტრანსლუმინალური კორონარული ანგიოპლასტიკა, კორონარული შუნტირება, ანამნეზში ინსულტი და პაციენტები პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაზიანებით.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა რამიპრილის, ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტისადმი, ან სხვა აგფ ინჰიბიტორებისადმი, ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება, მათ შორის გამოწვეული წინა აგფ ინჰიბიტორებით თერაპიისას, ჰემოდინამიურად მნიშვნელოვანი თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზი, ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზი, თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომი მდგომარეობა, ჰემოდიალიზი, თირკმლის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <20მლ/წთ), ჰემოდინამიურად მნიშვნელოვანი აორტალური ან მიტრალური სტენოზი, აწ მნიშვნელოვანი დაქვეითების რისკი (თირკმლის ფუნქციის დარღვევით), ჰიპერტროფული ობსტრუქციული კარდიომიოპათია, პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, 18 წლამდე ასაკი (არ არის დადგენილი ეფექტურობა და უსაფრთხოება).
სიფრთხილით: კორონარული და ცერებრალური არტერიების მძიმე დაზიანება (აწ ძლირი დაქვეითებისას სისხლის ნაკადის შემცირების საფრთხე), არასტაბილური სტენოკარდია, რითმის მძიმე პარკუჭოვანი დარღვვები, გულის ქრონიკული უკმარისობა IV სტადიის, დეკომპენსირებული
“ფილტვისმიერი გული”, თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობა, ჰიპერკალემია, ჰიპონატრემია, (მათ შორის დიურეტიკების და დიეტის ფონზე მარილის მოხმარების შეზღუდვით), მდგოამრეობა, რომელსაც თან ახლავს მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება (მათ შორის დიარეა, ღებინება), შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ძვლის ტვინის სისხლის მიმოქცევის დათრგუნვა, ხანდაზმული ასაკი.ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
რამიპრილი უკუნაჩვენებია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.მიღების წესი და დოზები
მიიღება შიგნით, საკმაო რაოდენობის სითხის მიყოლებით საკვებისაგან დამოუკიდებლად.
არტერიული ჰიპერტენზია:
პრეპრატ ამპრილანის რეკომენდებული საწყისი დოზა არის 2.5მგ ერთხელ დღეღამეში. პაციენტის რეაქციიდან გამომდინარე დოზა შეიძლება გაორმაგდეს 1-2 კვირიანი ინტერვალით.
ჩვეულებრივ შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 2.5-5მგ დღეღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 10მგშენახვის პირობები
შეინახეთ მშრალ ადგილას არაუმეტეს 25რC ტემპერატურისა.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
კრკა
ქვეყანა
სლოვენია
ჯენერიკი
რამიპრილი
დოზა
5მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი