ათეროლიპი გამოიყენება პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის დიეტოთერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში.
ათეროლიპის შემადგენლობაში შედის მხოლოდ მცენარეული წარმოშობის ბუნებრივი კომპონენტები, რომლებიც ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩუნებას.
მონაკოლინ K - ბუნებრივი წარმოშობის სტატინია, რომელიც მიიღება წითელი საფუარიანი ბრინჯისგან. მონაკოლინ K ქოლესტეროლის ენდოგენური სინთეზის ინჰიბირების გზით განაპირობებს საერთო ქოლესტეროლის, დაბალი (LDL-C) და ძალიან დაბალი სიმკვრივის (VLDL-C ) ლიპოპროტეინებთან შეკავშირებული ქოლესტეროლის კონცენტრაციის შემცირებას.
ბერბერინი - მცენარული წარმოშობის ალკალოიდია. მას გააჩნია ლიპიდების დონის დაქვეითების ეფექტური მექანიზმი, რომელიც განსხვავდება სტატინების მოქმედების მექანიზმისაგან, რის გამოც პრეპარატის მოქმედება კომპლექსურია და ხელს უწყობს მომატებული საერთო ქოლესტერინის დონის დაქვეითებას.
ფლავანოიდები - ველური მოცვი მასში შემავალი ფლავონიდებით გამოირჩევა ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანტითრომბოლიზური ეფექტით, აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და ვაზოდილატაციური მოქმედება.
პირველადი ჰიპერქოლესტერინემია დიეტოთერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში; დისლიპიდემიამ კომბინირებული ჰიპერქოლესტერინემია და ჰიპერტრიგლიცირიდემია; ჰეტეროზიგოტური და ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია; მეტაბოლური სინდრომი; ათეროლიპის გამოყენება რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტი ტიპი II-ის დროს, დამხმარე თერაპიის სახით; სინთეზური სტატინების ,,აუტანლობა” (მათ მიღებასთან დაკავშირებული მიალგია; მიოპათია, რაბდომიოლიზი, კუჭ-ნაწლავის მხრივ პრობლემები).
1კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, გარკვეული რაოდენობის წყლის მიყოლებით. არ უნდა დაიღეჭოს. არ მიიღოთ უზმოზე.
მკურნალობა ტარდება სათანადო დიეტის ფონზე. თერაპიული ეფექტი აღინიშნება რამოდენიმე კვირის შემდეგ. მაქსიმალური თერაპიული ეფექტი-მკურნალობიდან 4-6 კვირის განმავლობაში.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (+25 ̊C-მდე), მშრალ, ბნელ ადგილას, კარგად დახურულ ორიგინალ შეფუთვაში.