რკინის ბისგლიცინატი: კუჭში მოხვედრისას არ მონაწილეობს ჰიდროლიზში და რკინის იონები ხვდებიან პირადაპირ ციტოპლაზმაში. ამის შედეგად, არ რჩება თავისუფალი Fe++ იონების სახით, რაც გამორიცხავს არასასურველ გვერდით მოვლენებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ და არ ქმნის საფრთხეს დოზის გადაჭარბებით მიღებისას. ამიტომ, რკინის ხელატის სახით შეწოვა 3-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სხვა შემადგენელი კომპონენტით.
რკინის სულფატი; ავსებს ორგანიზმში რკინის დეფიციტს, ჰემოპოეზური მოქმედების მოხდენით. სუბსტრატულად უზრუნველყოფს რკინის შემცველი მეტაბოლიტების სინთეზს. მიკროდიალიზურ გრანულებში C ვიტამინთან კომბინაციაში რკინის არსებობა აუმჯობესებს იონიზირებული რკინის შეწოვას და ათვისებას, ახდენს მისი პროოქსიდური მოქმედების პრევენციას, ხელს უწყობს ცილების კარგად ათვისებას.
რკინის პიროფოსფატი; ტრიგერია, რომელიც იწვევს რკინის გათავისუფლებას ტრანსფერინიდან, ხელს უწყობს რკინის ტრანსპორტს ტრანსფერინიდან ფერიტინში და იწვევს რკინის გაცვლას ტრანსფერინის მოლეკულებს შორის.
ასკორბინის მჟავა: ზრდის რკინის შეწოვას; მონაწილეობს მეტაბოლურ პროცესებში; აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას; აუმჯობესებს კალცისა და რკინის ათვისებას; მთავარ როლს თამაშობს კოლაგენის ჩამოყალიბებაში, რომელიც აუცილებელია ქსოვილების აღდგენისათვის.
ჩვენებები: რკინადეფიციტური ანემია; რკინის ლატენტური დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა; რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკა და მკურნალობა ორსულობის დროს; რკინაზე გაძლიერებული მოთხოვნის პერიოდი(ინტენსიური ზრდის პერიოდი,ვეგეტარიანობა, ხანდაზმული ასაკი).