საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები ჰემატოლოგია → ანტიანემიური პრეპარატები → რკინის პრეპარატები → შინაგანი გამოყენების შემადგენლობა: 1. ელემენტარული რკინა(რკინის ბისგლიცინატი)-30მგ 2. ვიტამინი C-60მგ
მოქმედების მექანიზმი: ოლიგოფერი წარმოადგენს რკინადეფიციტით გამოწვეული ანემიის სამკურნალო/დამხმარე საშუალებას, რომლის ეფექტურობა განპირობებულია მასში შემავალი აქტიური კომპონენტების სინერგიული მოქმედებით.
პრეპარატში წარმოდგენილია რკინის ბისგლიცინატი, რომელიც არის ხელატური ფორმა და რკინის სხვა ნაერთებისგან განსხვავებით შეიწოვება მსხვილ ნაწლავში, ხანგრძლივად დეპონირდება და არა აქვს რკინისთვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები. რკინის ბისგლიცინატში რკინა წარმოდგენილია ორვალენტიანი ფორმით. ოლიგოფერის ეს დამახასითებელი თვისებები განაპირბებს მის მაღალ ეფექტურობას. ვიტამინი C არის ძლიერი ანტიოქსიდანტი და ხელს უწყობს რკინის შეწოვის კიდევ უფრო გაზრდას.