პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Ferrous pirophosphate
ლიპოსომური რკინა - მიკროინკაფსულირებული რკინის პიროფოსფატი მაღალი ბიოშეღწევადობით.
შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს:
30 მგ ელემენტარულ რკინას მიკროინკაფსულირებული ფორმით (რკინის პიროფოსფატი-357მგ)
დამხმარე ნივთიერებები: ცელულოზა-199მგ, კალციუმის ფოსფატები-70მგ, მაგნიუმის მარილები-4მგ, სილიკონის დიოქსიდი-2მგ.
ფეროლიპოლის ლიპოსომური მიკროკაფსულა ტრანსპორტირდება პირდაპირ ღვიძლში, სადაც ხდება მისი დაშლა და რკინის სრული გამოთავისუფლება.
ფეროლიპოლის ინოვაციური კაფსულა განაპირობებს:
რკინის მაღალ ბიოშეღწევადობას-ათვისება ხდება სრულად, დანაკარგის გარეშე.
რკინის ტრანსპორტირება მიკროკაფსულის საშუალებით იცავს მას ფერმენტების დამშლელი მოქმედებისგან. აქედან გამომდინარე, ფეროლიპოლი საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას რკინის მცირე დოზა.
ლიპოსომური რკინის სწრაფი შეწოვა და ეფექტიანობა განაპირობებს ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობას, უსაფრთხოების მაღალი პროფილით.
არ საჭიროებს C ვიტამინის დამატებით მიღებას ათვისების გასაუმჯობესებლად.
არ ბლოკავს სხვა მინერალებისა და ვიტამინების აბსორბციას.
ლიპოსომურ რკინას არ აქვს კონტაქტი კუჭ-ნაწლავის ლორწოვანთან, შესაბამისად, ფეროლიპოლს არ ახასიათებს სხვა რკინის პრეპარატებისათვის დამახასიათებელი გვერდითი ეფექტები: გასტრალგია, გულისრევა, პირში მეტალის გემოს შეგრძნება, ექსკრემენტების შეფერილობა, არ იწვევს ყაბზობას. უსაფრთხოა ხანდაზმულ, დიაბეტიან პაციენტებში და ხანგრძლივი გამოყენებისათვის.
ჩვენებები:
რკინადეფიციტური ანემია.
სიდეროპენია.
რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკა რისკ ჯგუფის პაციენტებში (ორსულობა და ლაქტაცია, პუბერტატული და ხანდაზმული ასაკი, დიეტა, ვეგეტარიანობა, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა.)
რკინის დეფიციტი გამოწვეული: ჰემოდიალიზით, თირკმლის უკმარისობით, დონორობით, მწვავე და ქრონიკული სისხლდენებით, მენო და მეტრორაგიებით, ბარიატრიული ქირუგიით (მათ შორის კუჭის რეზექციით), კუჭ-ნაწლავის ტრაქტში რკინის დაქვეითებული შეწოვით.
სხვადასხვა ონკოლოგიური და ინფექციური დაავადებების დროს, ასევე, ქიმიო და სხივური თერაპიის შედეგად განვითარებული ანემიები.
ჰორმონალური დარღვევები (ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია)
გამოყენების ინსტრუქცია, სადღეღამისო დოზა:
მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლიდან რეკომენდებულია დღეში 1 კაფსულის მიღება.
დოზის კორექცია შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით.
გვერდითი მოვლენები: გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.
უკუჩვენება: ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
სიფრთხილის ზომები: ნუ გადააჭარბებთ დღიურ რეკომენდებულ დოზას.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადილზე, არაუმეტეს +25ძС ტემპერატურის პირობებში.
გამოშვების ფორმა: №30 კაფსულა, საკვები დანამატი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
123902