კომბინირებული მედიკამენტი კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები საკვები დანამატი კონცენტრაციის უნარისა და სასიცოცხლო ძალების მასტიმულირებელი საშუალება. ჩვენი ტვინი მონაწილეობს ორგანიზმის ყველა მნიშვნელოვან ფუნქციაში. სამწუხაროდ ცხოვრების ყოველდღიურ სირთულეებს, სტრესს და ორგანიზმის დაბერების ბუნებრივ პროცესებს შესაძლოა თან სდევდეს მეხსიერების გაუარესება.
ტეტესეპტი გინკგო ჟენშენ 100-ში შემავალი B1 და B3 ვიტამინები ზრდიან გონებრივ შრომისუნარიანობას, კონცენტრაციის უნარს და აუმჯობესებენ მეხსიერებას. ვიტამინი B2 ხსნის დაღლილობას, აქვს მაცოცხლებელი ეფექტი. გინკგო და ჟენშენი ტრადიციული აზიური მცენარეებია, რომლებიც ცნობილია როგორც სიცოცხლისუნარიანობის სიმბოლო. შემადგენლობა 100 გ-ში: მიკროკრისტალური ცელულოზა; კალციუმის კარბონატი; გინკგოს ფოთლების მშრალი ესტრაქტი (19,5%); ჟენშენის ფესვების მშრალი ექსტრაქტი (19,5%), ნიკოტინამიდი (ნიაცინი) (2,9%); ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა; რიბოფლავინი (0,8%); თიამინმონონიტრატი (0,8%); ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა; ტალკი, სილიციუმის ოქსიდი, მცენარეული ზეთი, შავი და ყვითელი რკინის ოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი, ინდიგოკარმინი.
მიღების წესი და დოზირება: მიიღება 1 ტაბლეტი სითხესთან ერთად. სასურველი ეფექტის მისაღებად რეკომენდებულია ტეტესეპტი გინკგო ჟენშენი 100-ს რეგულარული მიღება ხანგრძლივი დროის მანძილზე. ინფორმაცია დიაბეტით დაავადებულთათვის: 1 ტაბლეტი შეესაბამება 0,005 პე-ს. ტეტესეპტი გინკგო ჟენშენი 100 არ შეიცავს გლუტენს და ლაქტოზას.
შენიშვნები: დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. პრეპარატი ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.