ჟელე როიალი კაფსულა 200მგ #30

ჟელე როიალი კაფსულა 200მგ #30

საფრანგეთი

ვიტავეა ლაბ. ნუტრისანტე
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
ჟელე როიალი (ფუტკრის რძე 200მგ)
ამინომჟავების, ვიტამინების და მინერალების უნიკალური შემადგენლობა.

შემადგენლობა: ფუტკრის რძე 200მგ. ვიტამინები: B1, B2, B5, B6, B9 (ფოლიუმის მჟავა), B12, C, ნიკოტინის მჟავა, ბიოტინი; მაკროელემენტები: K, Na, Ca, Mg, Fe, P; მიკროელემენტები: Zn, Mn, Cu, Co, S, Si, Ni, Cr, As, Bi; 22 ამინომჟავა.

მოქმედების მექანიზმი: ფუტკრის რძეს გააჩნია ბაქტერიოსტატული და ბაქტერიოციდული მოქმედება, წარმოადგენს ენერგიის წყაროს დაუძლურებული, ასთენიური, გამოფიტული პაციენტებისათვის. აქვს დაღლილობისა და სტრესის საწინააღმდეგო მოქმედება. ზრდის ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს, ასტიმულირებს იმუნურ სისტემას და ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციების მიმართ. აუმჯობესებს მეხსიერებას, სისხლის მიმოქცევას.
ფუტკრის რძეს გააჩნია ლაქტაციის გაძლიერების უნარი, მშობიარობის შემგდომ პერიოდში. ფუტკრის რძეში შემავალი რკინა, კალციუმი და კალიუმი აძლიერებს ერითროციტებში ჟანგბადის შეღწევასა და ჰემოგლობინის ფორმირების პროცესს, ამიტომ იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანემიის საპროფილაქტიკოდ, როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებშიც.

ჩვენებები: იმუნიტეტის გასაძლიერებლად; ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად; სიმაღლეში ზრდის სტიმულატორად; ყურადღების კონცენტრირების, მეხსიერების და მხედველობის გასაუმჯობესებლად; ანემიის პროფილაქტიკის მიზნით; დეპრესიისა და ნერვული აღგზნებადობის დროს; ჰიპოლაქტაციის დროს; ინიშნება ბავშვებში, მოზარდებსა და მოზრდილებში; ფუტკრის რძე აუმჯობესებს ლაქტაციის პროცესს მშობიარობის შემდგომ პერიოდში. ზრდასრულ ორგანიზმს ეხმარება ებრძოლოს ნაადრევ სიბერეს. გადატანილი დაავადებების შემდგომ პერიოდში.

უკუჩვენება: ალერგია თაფლზე.

გაფრთხილებები: სიფრთხილით ინიშნება ასთმით დაავადებულ პაციენტებში.

მიღების წესი და დოზირება: 8 წლის ზემოთ 1 კაფსულა დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე. კაფსულა ინიშნება ბავშვებში, მოზარდებსა და მოზრდილებში, შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება ადრეულ ასაკშიც ექიმის რეკომენდაციით.

მკურნალობის ხანგრძლივობა: 1თვე.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ მშრალ და გრილ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

გაცემის წესი: ურეცეპტოდ.

შეფუთვა: 30 კაფსულა.

მწარომებელი: ლაბორატორიეს ვიტარმონილ (Laboratories Vitarmonyl), საფრანგეთი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვიტავეა ლაბ. ნუტრისანტე
ქვეყანა
საფრანგეთი
ჯენერიკი
ფუტკრის რძის დედო
დოზა
200მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი