გამოიყენება სწორი ნაწლავის ნახეთქების და კვანძების, დაზიანებული უბნების რეგენერაციის, ბუასილის მკურნალობა და პროფილაქტიკის დროს.
წყალი, თხევადი პარაფინი, აცეტილ ჰექსაპეპტიდი-1, პენტაპეპტიდი-18, პოლიაკრილამიდიC13-14, იზოპარაფინი და ლაურეთი-7, გლიცერილ სტეარატი, იზოპროპილ მირისტატი, დიმეთიკონი, ლანოლინის ზეთი, ცეტეარილის სპირტი, ლაურეთ-30, ფენოქსიეთანოლი, ეთილჰექსილგლიცერინი, პანთენოლი, ლაურეთ-9, გლიცერინი, მუხის ქერქის ექსტრაქტი, ცხენის წაბლის ექსტრაქტი, კალენდულას ყვავილის ექსტრაქტი, გვირილას ყვავილის ექსტრაქტი, ჰიალურონის მჟავა - ნატრიუმის ჰიალურონატის სახით, ალოე, მალთოდექსტრინი, თუთიის ოქსიდი.
ჰემორელაქსის კრემის გამოყენებამდე ყურადღება მიაქციეთ პირად ჰიგიენას, დაიბანეთ ხელები გულდასმით, ისევე როგორც პრობლემური ადგილი.
ჰემორელაქსის გამოყენება არ არის რეკომენდებული ქრონიკული ყაბზობის მქონე პირებში, ასევე იმ პირებში, ვისაც აღენიშნებათ დეფეკაციის ქრონიკული შეუკავებლობა.
გამოყენება არ არის რეკომენდებული ჰემორელაქსში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის ან აუტანლობის შემთხვევაში. ალერგიული რეაქციის ჩამოყალიბებისას, შეწყვითეთ მისი გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
ორსულებში, ჰემორელაქსის კრემის გამოყენება შესაძლებელია ექიმთან კონსულტაციის შემდგომ.
არ გამოიყენოთ ჰემორელაქსი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. არ გადაყლაპოთ კრემი. მოარიდეთ თვალებთან კონტაქტს. არ გამოიყენოთ შეფუთვის დაზიანების შემთხვევაში.
ჰემორელაქსის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ ჰიპერგმრძნობელობის შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ხანმოკლე ქავილის შეგრძნება.
შეინახეთ გრილ და მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელა ადგილას, 5-25 °ტემპერატურის ფარგლებში.