საკვები დანამატი. დორადო® მაღალეფექტური ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების კომპლექსია, რომელიც აუცილებელია მხედველობის ორგანოების, ნერვული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა და ძვალ-სახსართა სისტემის ნორმალური განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის. დორადოში შემავალი კომპონენტები ამცირებენ მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკს.
საკვები დანამატი.
შემადგენლობა:
1 ცალი რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს:
საერთო ომეგა-3 – 850 მგ.,
EPA (ეიკოზაპენტანის მჟავა) – 180 მგ.,
DHA (დოკოზაჰექსანის მჟავა)- 120 მგ.,
L-არგინინი- 100მგ.,
L კარნიტინი- 50მგ.,
თუთიის ოქსიდი- 5მგ.,
ტოკოფეროლი (ვიტამინი E) –5მგ.,
ვიტამინი A- 150მკგ.,
ვიტამინი D- 1.5 მკგ.,
ვიტამინი C- 20მგ.
დამხმარე ნივთიერებები:ჟელატინი , გლიცერინი , დეიონიზირებული წყალი .
ფარმაკოლოგიური მოქმედება:დორადო® მაღალეფექტური ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების კომპლექსია, რომელიც აუცილებელია მხედველობის ორგანოების, ნერვული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა და ძვალ-სახსართა სისტემის ნორმალური განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის. დორადოში შემავალი კომპონენტები ამცირებენ მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკს.
დორადო® ხელს უწყობს ნორმალურ მეტაბოლიზმს, ზრდის ფიზიკურ და ინეტელექტუალურ შესაძლებლობებს, აუმჯობესებს მეხსიერებას. აუმჯობესებს დასწავლის პროცესებს და პრობლემების გადაჭრის უნარს, ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციის უნარს.
დორადო® ხელს უწყობს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციას, ხელს უშლის რაქიტის განვითარებას. დორადო® აუმჯობესებს იმუნიტეტს, ამცირებს ვირუსული და ანთებითი დაავადებების განვითარების რისკს.
ჩვენებები :
ბავშვების ფიზიკური და გონებრივი განვითარება
მხედველობის , მეხსიერების და ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესება
ჰიპერაქტივობის სინდრომი ყურადღების დეფიციტით
რაქიტი
იმუნური სისტემის გაძლიერება
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
თრომბების წარმოქმნის პროფილაქტიკა
ორგანიზმის ლიპიდური ცვლის დარღვევა
ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია
სახსრების ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკა
ქრონიკული დაღლილობა
დოზირება და მიღების წესი:
3 წლიდან ბავშვებში რბილი კაფსულები მიიღება დღეში 1 ჯერ.
მოზრდილებში _ 1 კაფსულა 2-3 ჯერ დღეში .
მიღების ხანგრძლივობა 20-30 დღე
უკუჩვენება:ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შენახვის წესი:პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურისა.
აფთიაქიდან გაცემის წესი:გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
გამოშვების ფორმა: ქილაში რბილი ჟელატინის კაფსულები .
მწარმოებელი:Honor Ilac Sanayi Ticaret Ltd.Şti. Ankara/Turkiye