გამოიყენება პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეთიური ოპერაციების და პროცედურების შემდგომ ტკივილის და შეშუპების შესამცირებლად, პოსტტრავმული და პოსტოპერაციული შეშუპებისა და ჰემატომების მკურნალობა და პროფილაქტიკის დროს.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს: ბრომელაინი 100მგ, ესცინი 30მგ, სელენი 41.5 მკგ.
ბროსერი წარმოადგენს პროტეოლიზური ენზიმის, ესცინის და სელენის უნიკალურ კომბინაციასდა გააჩნია გამოხატული - შეშუპების, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელიმოქმედება. ბროსერისშემადგენლობაში შემავალი კომპონენტების სინერგიული მოქმედებაგანაპირობებს ანთებით კერაში ტკივილის და შეშუპების სწრაფ კუპირებას დაგამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარებას.
ბრომელაინი წარმოადგენს სხვადასხვა ცისტეინური პროტეაზების კომპლექსურ მიქსტურას.ბრომელაინმა მოიპოვა საერთაშრისო აღიარება მისი მაღალი ეფექტურობის და უსაფრთხო გამოყენების გამო, როგორც ანთების საწინააღმდეგო, თრომბოლიზური და ფინრინოლიზური საშუალება. ის აგრევე გაოირჩევა იმუნომოდულაციური, სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესელი, ჭრილობის შეხორცების მასტიმულირებელი და პოსტ-ოპერაციული დისკომფორტის, ტკივილის და შეშუპების შემამცირებელი ეფექტებით .
ესცინი წარმოადგენს ტრიტერპენოიდურ საპონინს, რომელიც მიიღება ცხენის წაბლისგან. კლინიკურ პრაქტიკაში ფართოდ გამოიყენება ტრავმით ან ქირურგიული ჩარევის შედეგად განვითარებული შეშუპების თერაპიაში. ესცინს გააჩნია გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ვენოტონური და ვენოპროტექტორული მოქმედება.
სელენი ცნობილია მისი ანტიოქსიდანტური თვისებების გამო და ისასრულებს უმნიშნელოვანეს როლს მრავალი ფუნდამენტალური სასიცოცხლო ფუნქციის შენარჩნებაში.
ბროსერი შექმნილია ვიფრაკრონის ინოვაციური, დაპატენტებული ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც პასუხისმგებელია შემადგენელი კომპონენტებისშენელებულ- კონტროლირებად გამოყოფაზე და განაპირობებს აქტიური ნივთიერების ბიოშეღწევადობის და თერაპიული მოქმედების ხანგძლივობის გაზრდას.
მწვავე ანთებითი პროცესი: 1 აბი 2-ჯერ დღეში. 10 დღე;
ქრონიკული ანთებითი პროცესი: 1 აბი დღეში ერთჯერ. 20 დღის განმავლობაში.
არ ჩეიცავს გლუტენს და ლაქტოზას.
არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.