ალპენტა გამოიყენება თმის, კანის, ფრჩხილების ნორმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად, კერატინის, პარა-ამინობენზოის მჟავის, ლუდის საფუარის, ფეტვის ექსტრაქტის, L-ცისტეინის და ბიოტინის დეფიციტის შესავსებად, ხელს უწყობს მაკროელემენტების ნორმალურ ათვისებას.
ლუდის საფუარი (Saccharomyces cerevisiae), ფეტვის თესლის ექსტრაქტი (Panicum miliaceum L.) DER 4:1, L-ცისტეინი, კერატინი, პარა-ამინობენზოის მჟავა (პაბმ), შინდისფერი სტაფილოს კონცენტრირებული წვენი, ბიოტინი. კაფსულის გარსი: ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზას ჟელატინის გარსი.
ლუდის საფუარი(Saccharomyces cerevisiae) შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ბიოლოგიურად აქტიურ მიკროელემენტებს, დიდი ოდენობით B ჯგუფის ვიტამინებს (B1, B2, PP, ფოლიუმის და პარა-ამინობენზოის მჟავები) და მინერალურ მარილებს (კალიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი). ისინი ხელს უწყობენ თმის სწრაფ ზრდას და გაძლიერებას. ისინი მოქმედებენ როგორც ანტიოქსიდანტი, ანელებენ დაბერების პროცესს და ხელს უწყობენ ორგანიზმის დამცავი ძალების მობილიზებას.
ფეტვის თესლის ექსტრაქტი(Panicum miliaceum L.) - შეიცავს ნახშირწყლებს, სახამებელს, მდიდარია ამინომჟავებით, ვიტამინებითა და მინერალებით, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თმის ფოლიკულებისა და კანის ნორმალური მეტაბოლური პროცესების შენარჩუნებაში. ფეტვის ექსტრაქტს შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თმისა და კანის მდგომარეობა, თავიდან აიცილოს თმის ცვენა, აღმოფხვრას კანის სიმშრალე და შეინარჩუნოს მასში საჭირო ტენიანობა. ექსტრაქტი აძლიერებს უჯრედულ მეტაბოლიზმს, უჯრედების პროლიფერაციას და ქსოვილების რეგენერაციას, ინარჩუნებს კანის ჯანმრთელობას. დადასტურებულია, რომ ფეტვის მთავარი აქტიური ნივთიერება -მილიაცინი, ასტიმულირებს ფოლიკულებს და ამაგრებს თმის ძირებს. სილიციუმის მჟავა- ხორბლის ექსტრაქტის კიდევ ერთი განსაკუთრებული კომპონენტია. ის უზრუნველყოფს თმის რესტრუქტურიზაციის, გაძლიერების პროცესს.
L-ცისტეინი- მონაწილეობს კანის ქსოვილების ფორმირებაში, ხელს უწყობს კოლაგენის წარმოქმნას და აუმჯობესებს კანის ელასტიურობასა და ტექსტურას. L-ცისტეინის გამოყენება ხელს უწყობს სტრუქტურული დაზიანებების აღდგენას და ანელებს თმის ცვენას თმის ცვენასთან დაკავშირებული სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანებში. გარდა ამისა, L-ცისტეინი ძლიერი ანტიოქსიდანტია, ის ხელს უწყობს ტოქსიკური ნივთიერებების გაუვნებელყოფას და იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან, ხოლო მისი გავლენა იმუნური სისტემის მოქმედების რეგულირებაზე, უპირველეს ყოვლისა, ასოცირდება ანთების საწინააღმდეგო ინტერლეიკინების დონის ნორმალიზაციასთან.
კერატინი-ეს არის თმისა და ფრჩხილების ძირითადი კომპონენტი, ხელს უწყობს სხვადასხვა მიზეზისთ გამოწვეული თმის ცვენის შემცირებას, აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, აღადგენს ბუნებრივი კერატინის შრეს და ზრდის მის გამძლეობას მექანიკური და ქიმიური ზემოქმედების მიმართ. კერატინი შეიცავს დაახლოებით ორ ათეულ ამინომჟავას და განსაკუთრებით მდიდარია ცისტეინით, რომელიც წარმოქმნის დისულფიდურ კავშირებს მოლეკულებს შორის და ანიჭებს სიმტკიცეს და სტაბილურობას თმის მთელ სტრუქტურას. კერატინის ბუნებრივი დონე თმას ანიჭებს ძალას, ჯანსაღ ბზინვარებას და ხელს უშლის თმის ცვენას. კერატინი ასევე ხელს უწყობს ჯანსაღი ფრჩხილების ზრდას, ზრდის მათ სიმტკიცეს და აუმჯობესებს გარეგნობას.
პარა-ამინობენზოის მჟავა-ეს არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელსაც აქვს სასარგებლო გავლენა კანის საფარველის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობაზე, აუმჯობესებს მათ რეგენერაციას. ის ხელს უშლის კანის ნაადრევ დაბერებას და ნაოჭების ქსელის გაჩენას. პარა-ამინობენზოის მჟავა იცავს დერმას ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. ვიტამინი B10 ავლენს გამოხატულ ანტიოქსიდანტურ, იმუნოსტიმულატორულ, ანტივირუსულ და ანტიალერგიულ თვისებებს.
ბიოტინი- მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეტაბოლური პროცესების ნორმალიზებაში
(ნახშირწყლები, ცხიმები, ცილები) და აუცილებელია უჯრედების ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის. ბიოტინი არის გოგირდის წყარო, რომელიც მონაწილეობს კოლაგენის ცილის სინთეზში და, შედეგად, დადებითად მოქმედებს კანის სტრუქტურაზე (თმის, ფრჩხილების ჩათვლით), მათ სიმტკიცეზე, ელასტიურობასა და მოქნილობაზე. ბიოტინი ხელს უწყობს TNF-α პრო-ანთებითი ციტოკინების შემცირებას, რომელებიც ასტიმულირებენ ანთების განვითარებას, ოქსიდაციურ სტრესს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს თმის მასიური ცვენაში. ბიოტინი აუცილებელია ჯანსაღი თმის ზრდისთვის.
რეკომენდებულია თმის, კანის, ფრჩხილების ნორმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად, კერატინის, პარა-ამინობენზოის მჟავის, ლუდის საფუარის, ფეტვის ექსტრაქტის, L-ცისტეინის და ბიოტინის დეფიციტის შესავსებად, ხელს უწყობს მაკროელემენტების ნორმალურ ათვისებას.
ლპენტას დაბალანსებული შემადგენლობა მნიშვნელოვანია თმის, ფრჩხილების და კანის ნორმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად.
ამგვარად, ექიმის რეკომენდაციით, ალპენტა შეიძლება გამოყენებული იქნას საკვები დანამატის სახით კვების ჩვეულებრივი რაციონის ფონზე, როგორც კერატინისა და პარა-ამინობენზოის მჟავისა და ლუდის საფუარის, ფეტვის ექსტრაქტის, L-ცისტეინის და ბიოტინის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დამატებითი წყარო პრევენციის სახით.
მიზეზები:
მოზრდილებისთვის - 1 კაფსულა დღეში ჭამის დროს.
კურსის ხანგრძლივობაა 3-6 თვე. საჭიროების შემთხვევაში, კურსი შეიძლება გაგრძელდეს ან განმეორდეს. კურსებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 4 თვე.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას. დაიცავით მზის პირდაპირი სხივებისგან. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.