იოდინოლი ხსნარი 100მლ ფლაკონი #1

იოდინოლი ხსნარი 100მლ ფლაკონი #1

ბელარუსი

ბორისოვო
პროდუქტის შესახებ
მოქმედი ნივთიერება: იოდი+კალიუმის იოდიდი კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიური საშუალება; გამოშვების ფორმა: ხსნარი ადგილობრივი და გარეგანი გამოყენებისათვის. ფარმაკოლოგიური თვისებები: იოდინოლი წარმოადგენს სადეზინფექციო ხსნარს, რომელსაც გააჩნია ფართო სპექტრის ანტიმიკრობული, ანტიფუნგინური, ანტიპროტოზოული აქტივობა. ჩვენებები:

კანის ზედაპირის სადეზინფექციოდ ინექციის და ქირურგიული ჩარევის წინა პერიოდში;
ჭრილობის ასეპტიკური დამუშავებისათვის;
კანის ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ;
უკუჩვენებები: * ჰიპერმგრძნობელობა იოდის მიმართ; * ჰიპერთირეოზი; ფარისებრი ჯირკვლის ადენომა; დერმატიტი; * თირკმელების უკმარისობა; * რადიაქტიური იოდის შეყვანის წინ; * ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების ქიმიოთერაპიული საშუალებებით მკურნალობა. გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები. გამოყენების წესი და დოზირება: ადგილობრივად (გამორეცხვა, მარლის სალფეთქების დაფენა, ნუშურებზე წასმა). ქრონიკული ტონზილიტის დროს რეცხავენ ნუშურების ლაკუნებს და სუპრატონზილარულ სივრცეს. აწარმოებენ 4–5 გამორეცხვას 2–3 დღიანი ინტერვალით. ერთჯერადი დოზა – 50მლ. ქრონიკული ჩირქოვანი ოტიტის დროს: ყოველდღიური ჩაწვეთება 5–8 წვეთი მეზოტიმპანიტისა და გამორეცხვა ეპიტიმპანიტის დროს. მკურნალობის კურსი – 2–4 კვირა. ქრონიკული ატროფიული რინიტის დროს (ოზენა) ფუფხის წინასწარი დარბილებისა და მოშორების შემდეგ აწარმოებენ ცხვირის ღრუსა და ხახის პულვერიზაციას 2–3–ჯერ კვირაში 2–3 თვის მანძილზე. ტროფიკული და ვარიკოზული წყლულის დროს წყლულის ზედაპირზე ადებენ პრეპარატით დასველებულ მარლის სალფეთქს (3 ფენა), (კანს წინასწარ ასუფთავებენ საპნიანი თბილი წყლით, ხოლო კანს წყლულის ირგვლივ უსვამენ თუთიის მალამოს). გადახვევას აწარმოებენ დღში 1–2–ჯერ, ამ დროს წყლულის ზედაპირზე დაფენილ მარლას არ ხსნიან, ისევ ჟღინთავენ ხსნარით. 4–7 დღის შემდეგ ნიშნავენ საერთო ან ადგილობრივ აბაზანას, შემდეგ ისევ აგრძელებენ მითითებულ მკურნალობას. ჩირქოვანი ჭრილობებისა და ინფექციური დამწვრობის დროს იყენებენ პრეპარატით გაჟღენთილი ფაშარი მარლის სახვევს. ახლად მიღებული I-II ხარისხის თერმული და ქიმიური დამწვრობის დროს ასევე იყენებენ პრეპარატით გაჟღენთილი მარლის სახვევს. გარედან, საოპერაციო ველს წინასწარი დაბანის გარეშე, ამუშავებენ ორჯერადად 5–7 მლ 1% ხსნარით (კანის დამატებითი დამუშავება ეთანოლით საჭირო არ არის). 1% ხსნარს (აქტიური იოდის მიხედვით) ამზადებენ სტერილური ან ანადუღარი გასუფთავებული წყლით განზავებით 1:4.5. ოპერაციის ბოლოს კანს, ჭრილობის გარდა განმეორებით ამუშავებენ 5–7 მლ 1% ხსნარით. განსაკუთრებული მითითება: მოერიდეთ თვალში მოხვედრას. სინათლეს და 400C მაღალ ტემპერატურას, რათა არ მოხდეს აქტიური იოდის დაშლა. გამოიყენება მხოლოდ სტაციონარის პირობებში. განზავებული ხსნარი ხანგრძლივ შენახვას არ ექვემდებარება. ხსნარს უნდა ჰქონდეს მუქი–ყავისფერი შეფერილობა.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბორისოვო
ქვეყანა
ბელარუსი
ჯენერიკი
იოდი+კალიუმის იოდიდი+ევკალიპტი
ფორმა
ხსნარი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
100მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი