ფლოსტერონი გამოიყენება ექიმის მითითებით, საჭირო დოზისა და მიღების წესის დაცვით.
Betamethasonum
გლუკოკორტიკოსტეროიდები
1 მლ სუსპენზია შეიცავს:
აქტიურ კომპონენტებს:
ბეტამეტაზონი (ბეტამეტაზონის დიპროპიონატის სახით) – 5,00 მგ (6,43 მგ)
ბეტამეტაზონი (ბეტამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატის სახით) – 2,00 მგ (2,63 მგ)
დამხმარე კომპონენტებს:მეთილ-პარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილ-პარაჰიდროქსიბენზოატი, ბენზილის სპირტი, მაკროგოლი (4000), ნატრიუმის კარმელოზა, დინატრიუმის ფოსფატი დოდეკაჰიდრატი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, პოლისორბატი 80, ქლორწყალბადის მჟავა (1 M ხსნარი), საინექციო წყალი.
კორტიკოსტეროიდული თერაპია წარმოადგენს დამხმარე თერაპიას და არ ცვლის ზოგად მკურნალობას.
ბეტამეტაზონი ნაჩვენებია სხვადასხვა რევმატოლოგიური, დერმატოლოგიური, ალერგიული დაავადებების, შემაერთებელი ქსოვილების სისტემური დაავადებებისა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ, რომლის დროსაც, ჩვეულებრივ, აღინიშნება პასუხი კორტიკოსტეროიდებით მკურნალობაზე.
დამხმარე მოკლეხნიანი თერაპიის სახით (დაავადების მწვავე ფორმის ან გამწვავებისას) ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის დროს.
დერმატოლოგიური დაავადებებისას.
დამხმარე მოკლეხნიანი თერაპიის სახით (მწვავე ფორმისას ან არსებული დაავადების გამწვავებისას) ბურსიტისას მყარი მაზოლის, დეზების ფონზე, ტერფის ცერა თითის შეზღუდული მოძრაობის ან ტერფის ცერა თითის დეფორმაციის დროს, სინოვიალური კისტის, მორტონის მეტატარზალური ნევრალგიის, ტენდოსინოვიტის, კუბური ტიპის ძვლის პერიოსტიტის დროს.
ბრონქული ასთმა, ასთმური სტატუსი.
სეზონური ან წლიური ალერგიული რინიტი.
ალერგიული ბრონქიტის მძიმე ფორმა, კონტაქტური დერმატიტი, ატოპიური დერმატიტი, თივის ცხელება.
ანგიონევროზული შეშუპება, შრატისმიერი დაავადება.
სამკურნალო პრეპარატებზე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ან მწერების ნაკბენები.
ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი.
ბურსიტი, ლუმბაგო, იშიაზი, კოქციგოდინია, მწვავე პოდაგრული ართრიტი.
კისრის გამრუდება, განგლიოზური კისტა, მაანკილოზებელი სპონდილოართრითი, რადიკულიტი, ეკზოსტოზი, ფასციიტი.
ატოპიური დერმატიტის (დისკოიდური ეკზემა), ნეიროდერმიტი (შეზღუდული ნეიროდერმიტი), კონტაქტური დერმატიტი, მზის გამოხატული დერმატიტის, ჭინჭრის ციება.
ჰიპერტროფიული წითელი ბრტყელი სირსველი, ლიპოიდური დიაბეტური ნეკრობიოზი.
ბუდობრივი ალოპეცია, დისკოიდური წითელი მგლურა, ფსორიაზი, კელოიდური ნაწიბურები.
ჭეშმარიტი ბუშტუკა, ჰერპეტიფორმული დერმატიტის, კისტოზური ფერიმჭამელები.
დისემინირებული სისტემური მგლურას ზოგიერთი სახეობის, კვანძოვანი პერიართრიტის, სკლეროდერმიისა და დერმატომიოზიტის გამწვავებისას და მხარდამჭერი მკურნალობის სახით.
დიდებში ლეიკოზისა და ლიმფომის პალიატიური თერაპიის სახით.
ბავშვებში მწვავე ლეიკოზის დროს.
ამპულა შეანჯღრიეთ გამოყენებამდე!სამკურნალო საშუალების პროტაზონის შეყვანა არ შეიძლება ინტრავენურად და კანქვეშ!დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად, პაციენტის მოთხოვნილების, დაავადების სახის, მისი სიმძიმისა და პაციენტის ორგანიზმის რეაქციის მიხედვით.დოზა უნდა იყოს მინიმალური, მიღების პერიოდი კი – მაქსიმალურად ხანმოკლე. საწყისი დოზა უნდა შეირჩეს დამაკმაყოფილებელი კლინიკური ეფექტის მიღებამდე. თუ საკმაო პერიოდის შემდეგ ვერ მიიღწევა საკმარისი კლინიკური ეფექტი, მკურნალობა უნდა შეწყდეს სამკურნალო საშუალების დოზის თანდათანობითი შემცირებით, და ჩატარდეს სხვა მორგებული მკურნალობა. დამაკმაყოფილებელი ეფექტის დროს, საჭიროა ოპტიმალური დოზის განსაზღვრა, საწყისი დოზის შემცირებით (დროის დასაშვები ინტერვალებით), ვიდრე არ მიიღწევა მინიმალური დოზა, რომელიც უზრუნველყოფს ადეკვატურ კლინიკურ ეფექტს.