ღვიძლისა და სანაღვლე გზების ფუნქციის გასაუმჯობესებლად.
გამოშვების ფორმა: კაფსულები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნაღვლმდენი საშუალება.
კაფსულის შემადგენლობა: ყვითელი ნაღველას ფესვების მშრალი ექსტრაქტი - 400მგ;
ყვითელი ნაღველას ფესვების მშრალი ექსტრაქტი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: გლიკოზიდებს (გენციოპიკრინი, ამაროგენცინი), რომლებიც ექსტრაქტს ანიჭებენ მომწარო გემოს, ამაღლებენ ნაღვლის სეკრეციას, აუმჯობესებსებენ ღვიძლის მეტაბოლურ ფუნქციას. ასევე ალკალოიდ გენციანინს, ირიდოიდებს, ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატს აქვს ნაღვლმდენი მოქმედება. აუმჯობესებს ნაღვლის გამოყოფის ფუნქციას, ხელს უწყობს ნაღველის გამომუშავების გაძლიერებას და მის უკეთ დინებას, რაც იწვევს ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესებას, მის დეტოქსიკაციას. ასევე აუმჯობესებენ კუჭის წვენის სეკრეციას, ნაწლავების მოტორიკას, აუმჯობესებებენ საჭმლის მონელებას და მადას. ანადგურებს პათოგენურ მიკროფლორას, გვეხმარება განვთავისუფლდეთ ყაბზობისა და მეტეორიზმისგან.
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება ღვიძლისა და სანაღვლე გზების ფუნქციის გასაუმჯობესებლად.
• ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი;
• სანაღვლე გზების დისკინეზია;
• მეტეორიზმი;
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლა;
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტის მიმართ; არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერაციდული გასტრიტი, კუჭისა და ტორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ორსულობა და ლაქტაცია.
გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები. იშვიათად გულისრევა, მუცლის ტკივილი.
გვერდითი ეფექტების დაფიქსირების შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მკურნალობა და მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში და 18 წლის ზემოთ მოზარდებში: 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში, საკვების მიღების წინ ან კვების დროს მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 21-30 დღე;
აუცილებლობის შემთხვევაში, ერთთვიანი შესვენების შემდეგ შესაძლებელია განმეორებითი მკურნალობის კურსის გავლა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ან სხვა სახის ურთიერთქმედება: შეიძლება გააძლიეროს ნაღვლის გამომყოფი საშუალებების მოქმედება. არ არის რეკომენდებული ანტაციდურ პრეპარატებთან ერთად გამოყენება.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი;
შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ, მშრალ ადგილას.
ვარგისიანობის ვადის გასვლის ან ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია!
გაცემის წესები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:შპს „ნეოფარმი“.
საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46, 259-57-90.