კუჭის შეკრულობა წამალი და მკურნალობის გზები: აღმოაჩინეთ საუკეთესო საფაღარათო საშუალებები, სიროფები და სანთლები.
ფორმა: ფხვნილი პაკეტი #20
ფიმიც ფორტე ერთდროულად მოქმედებს ნაწლავის შიგთავსზე — არბილებს მას, და ნაწლავის ლორწოვანზე — იცავს მას და ხელს უწყობს ნაწლავის სწრაფ და სრულფასოვან დაცლას. შედეგად ხსნის შეკრულობის, შებერილობის და სიმძიმის შეგრძნების პრობლემას.
ფსილიუმი (მრავალძარღვას თესლის ბოჭკო):წარმოადგენს ხსნადი ბოჭკოების (უჯრედისის) წყაროს. წყლის შეწოვისას იღებს ლორწოვანი გელის კონსისტენციას, რაც აღადგენს კუჭ-ნაწლავის ნორმალურ ფუნქციონირებას. იგი ანელებს ცხიმების და ნახშირწყლების გადამუშავებას, ამცირებს ინსულინის სეკრეციას და შიმშილის გრძნობას, რაც ხელს უწყობს წონის კორექციას. ფსილიუმი ასევე არის ძლიერი ენტეროსორბენტი და აუმჯობესებს ნაწლავის მიკროფლორას.
კასკარა საგრადა (ამერიკული ხეჭრელა):აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას და უზრუნველყოფს რბილ, რეგულარულ დეფეკაციას. მის შემადგენლობაში არსებულ საპონინებს გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიციდული აქტივობა. ისინი ნაწლავის ლორწოვანზე წარმოქმნიან დამცავ აპკს და ხელს უშლიან დუღილისა და ლპობის პროცესების წარმოქმნას.
შავი ქლიავი:წარმოადგენს უხსნადი ბოჭკოების წყაროს, რაც ახდენს ნაწლავის კედლის სტიმულირებას და ააქტიურებს განავლის გამოყოფას.
შეკრულობა (ყაბზობა)
ბუასილი
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (შეკრულობისკენ მიდრეკილი)
სწორი ნაწლავის ნახეთქები
შაქრიანი დიაბეტი
სპასტიური კოლიტი, მეტეორიზმი
წონის კორექცია
არ შეიცავს სენას.
საფაღარათო მოქმედებას თან არ ახლავს ტკივილი.
არ აღიზიანებს ნაწლავს და არ იწვევს მიჩვევას.
არ საჭიროებს დოზის ზრდას ქრონიკული მკურნალობისას.
არ შეიცავს შაქარს და ქიმიურ დანამატებს.
პაკეტის შიგთავსი განაზავეთ 1 ჭიქა (150-200 მლ) წყალში, წვენში, კეფირში ან იოგურტში. აურიეთ, დააყოვნეთ 1 წუთი და დალიეთ. რეკომენდებულია დამატებით 200 მლ წყლის დაყოლება.
მიღების დრო:დილით, საუზმემდე 30 წუთით ადრე ან/და საღამოს ვახშმიდან 1 საათის შემდეგ. მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია დღეში 1.5-2 ლიტრი სითხის მიღება.
დოზირება:
მოზრდილებში: 1 პაკეტი 1 ან 2-ჯერ დღეში.
ბავშვებში: მოზრდილთა დოზის ნახევარი (პედიატრის რეკომენდაციით).
რეჟიმის შეცვლით ან ანტიბიოტიკებით გამოწვეული შეკრულობა: 2-4 კვირა.
ქრონიკული ფუნქციური შეკრულობა: 4-6 კვირა.
შემანარჩუნებელი თერაპია: 6-12 თვე (1 პაკეტი დღეში).
ინდივიდუალური აუტანლობა.
ნაწლავის გაუვალობა.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
რეკომენდაცია: თუ კუჭის მოქმედება არ ყოფილა 3 დღე და მეტი, ფიმიც ფორტეს მიღებამდე სასურველია ნაწლავის ერთჯერადი გაწმენდა სანთლის ან ოყნის მეშვეობით.