ფერამედი კაფსულა #30

ფერამედი კაფსულა #30

თურქეთი

ჰონორ ილაჩ სანი
პროდუქტის შესახებ
ფერამედი
ახალი თაობის რკინა
N 30 კაფსულა

ფერამედი  არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, რომელშიც რკინა წარმოდგენილია ხელატური კომპლექსის (რკინის ბისგლიცინატი) სახით, რომელიც გამოირჩევა უაღრესად მაღალი ბიოშეღწევადობით და კარგი ამტანობით.
შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს: რკინის ბისგლიცინატი 150მგ (ელემენტარული რკინა 34მგ).

ფერამედის  მახასიათებლები: მაღალი ბიოშეღწევადობა; უსაფრთხოება; კარგი ამტანობა და გვერდითი მოვლენების სიმცირე.

ჩვენება: რკინაზე გაზრდილი მოთხოვნილების პერიოდში: ორსულობა და ლაქტაცია; ჭარბი მენსტრუალური სისხლდენის დროს; ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის დროს; ბავშვებსა და მოზარდებში ინტენსიური ზრდის პერიოდში; რკინის შეწოვის დარღვევა; რკინადეფიციტური ანემია; რკინის დეფიციტი, რომელიც გამოწვეულია მადის დაქვეითებით, არაბალანსირებული კვებით; რკინის დეფიციტი ქიმიოთერაპიისა და პერიოპერაციულ პერიოდში.

რეკომენდაცია გამოყენებისთვის: 1 კაფსულა დღეში ერთხელ საკვების მიღების შემდეგ წყლის მიყოლებით.
არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება. საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტის ჩასანაცვლებლად. რეკომენდებულია მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება 25C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა: 1X10X3 კაფსულა ბლისტერულ შეფუთვაში.

გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

დამზადებულია: შპს გლობალ ცბს-თვის ჰონორ ილაჩ, თურქეთის მიერ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ჰონორ ილაჩ სანი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
რკინის ბისგლიცინატ ხელატი
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი