დილას და/ან საღამოს სუფთა მშრალ კანზე დაიტანეთ 2-3 წვეთი შრატი უშუალოდ ნაოჭებზე, დაიმასაჟეთ და გადაინაწილეთ მთელ სახეზე
პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია თვალების გარშემოც
რუტინა დაასრულეთ ლიფტაქტივ სუპრემეს დღის ან ღამის კრემით
შემადგენლობა და ძირითად მოქმედ ნივთიერებათა თვისებები
ორმაგი სუფთა ჰიალურონის მჟავა - მაღალმოლეკულური ჰიალურონი ატენიანებს კანის ზედაპირს, ხოლო დაბალმოლეკური ღრმად აღწევს კანში და ასტიმულირებს კოლაგენის და ელასტინის სინთეზს
ვიტამინი CG - ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს, აქრობს პიგმენტურ ლაქებს და იცავს ნაადრევი დაბერებისგან
ვიშის ვულკანური წყალი - 15 მინერალით მდიდარი წყალი აცოცხლებს, ამშვიდებს და იცავს კანს, ხდის მას უფრო ძლიერს და მბზინვარეს
აბუსალათინის ჰიდროგენირებული ზეთი და ჭვავის თესლის ექსტრაქტი - კანს სძენს ელასტიურობას და აღადგენს მის სიმკვრივეს