იცავს კანს გარემოს ყოველდღიური აგრესიული ზემოქმედებისაგან.
ამშვიდებს კანს და ხსნის სიწითლესა და გაღიზიანებას.
დამატებითი მოქმედების ეფექტი
კანს სძენს კომფორტის შეგრძნებას.
გამოყენების წესები, რეკომენდაციები
დაიტანეთ სახის კანზე თხელ ფენად, დილით და საღამოს, შრატის შემდეგ.
შემადგენლობა და ძირითად მოქმედ ნივთიერებათა თვისებები
10,5% თერმობიოტიკური კომპლექსი (ურიაჟის თერმული წყალი, ინულინთან და პრებიოტიკთან ერთად) - აძლიერებს კანის ფიზიკურ და იმუნურ ბარიერს, ხელს უწყობს მიკრობიომის ბარიერის დაბალანსებას.
Centella Asiatica-ს, ჰიალურონის მჟავისა და ვიტამინი B5-ის გაერთიანებული, სინერგიული მოქმედება - განაპირობებს რეგენერაციის პროცესების დაჩქარებას და კანის დატენიანებას.