ველედა – ბროწეულის გამამკვრივებელი სახის ზეთი ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედებით იცავს კანს ოქსიდაციური სტრესისგან, ამკვრივებს და აუმჯობესებს ელასტიურობას. ატენიანებს, კვებავს და ამცირებს ნაოჭებს, ანიჭებს კანს ჯანმრთელ ბზინვარებას.
GEL
in stock
new
115.00₾
პროდუქტის შესახებ
სახის დამატებითი მოვლა
ზრდასრული ქალბატონებისა და მამაკაცებისთვის (40+)
ყველა ტიპის კანი
დღე და/ან ღამე
100% ვეგანური
ძირითადი მოქმედების ეფექტი
ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედებით იცავს კანს ოქსიდაციური სტრესისა და თავისუფალი რადიკალებისგან
აძლიერებს კანის ბუნებრივ დამცავ ბარიერს და მატებს სიმტკიცეს
ააქტიურებს უჯრედების განახლების პროცესს, ამკვრივებს და ჭიმავს კანს
საგრძნობლად ამცირებს ხაზებს და ნაოჭებს, აუმჯობესებს კანის ელასტიურობას
დამატებითი მოქმედების ეფექტი
ხანგრძლივად ატენიანებს, კვებავს და არბილებს კანს
გამოყენების წესი
დაიტანეთ ხელის გულზე რამდენიმე წვეთი, შეათბეთ და გადაინაწილეთ მშრალ ან ნოტიო სახისა და დეკოლტეს ზონაზე დილას და/ან საღამოს ძირითადი კრემის ქვეშ
შემადგენლობა
ბროწეულის თესლის ზეთი (პოლიფენოლების მაღალი შემცველობით) – ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება, ააქტიურებს ბუნებრივი რეგენერაციის პროცესებს და ამკვრივებს კანს
სეზამის თესლის ზეთი (მდიდარია E ვიტამინითა და უჯერი ცხიმოვანი მჟავებით) – ანტიოქსიდანტური, დამარბილებელი და დამცავი მოქმედებით
არგანის ზეთი – კვებავს და აძლიერებს კანის ბუნებრივ დამცავ ბარიერს
გარგრის კურკის ზეთი – კვებავს კანს და იცავს გამოშრობისგან
ხორბლის ჩანასახის ზეთი – ძლიერი დამატენიანებელი და აღმდგენი მოქმედებით
ჟოჟობას თესლის ზეთი – ატენიანებს და აგლუვებს კანს
არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არომატიზატორებს, საღებავებს, ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს