- მრავალფუნქციური მოვლა. - ნებისმიერი ასაკის ქალბატონი და მამაკაცი. - სახე,ტანი,თმა. - ყველა ტიპის კანი. - BIO, VEGAN.
ძირითადი მოქმედების ეფექტი: - სახე: კვებავს, აღადგენს და ხსნის დეჰიდრატაციის ნიშნებს, ანტიოქსიდანტური მოქმედებით იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისა და დაბინძურებისაგან. მატებს კანს ბუნებრივ ბზინვარებას ცხიმოვანი სიპრიალის გარეშე. - ტანი: კვებავს და არბილებს, აღადგენს და იცავს კანს სიმშრალისგან, აუფერულებს სტრიებს და აფერხებს მის წარმოქმნას. - თმა: ანიჭებს ელასტიურობას, აღადგენს მთელ სიგრძეზე ღერის სტრუქტურას, არბილებს და სძენს ჯანსაღ ბზინვარებას.
დამატებითი მოქმედების ეფექტი: - სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს ცხიმოვან კვალს. - ნეროლის სასიამოვნო სურნელი ანიჭებს ჰარმონიულ სიმშვიდის შეგრძნებას.
გამოყენების წესი: - სახეზე : დაიტანეთ ნაზი წრიული მოძრაობებით ცენტრიდან სახის კონტურებისაკენ დამოუკიდებლად, ან ძირითად კრემთან შერევით. - ტანზე : დაიტანეთ სხეულზე წრიული მასაჟისებური მოძრაობებით, ასევე შესაძლებელია მისი აბაზანაში დამატებაც. - თმაზე : დაისხურეთ მცირე რაოდენობით ხელისგულებზე და წაისვით თმის სიგრძეზე ზემოდან ქვემოთ. ინტენსიური ეფექტისათვის გამოიყენეთ როგორც თმის ნიღაბი, კვირაში ერთხელ, გაიჩერეთ რამდენიმე წუთი და ჩამოიბანეთ.
შემადგენლობა: - შეიცავს 100 %-ით ნატურალურ, ცივი დაწურვით მიღებულ მცენარეულ ზეთებს: - ორგანული სეზამის ზეთი - ანტიოქსიდანტური, მკვებავი, აღმდგენი და დამცავი თვისებებით. - ორგანული ქლიავის ზეთი - მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, კვებავს და აღადგენს კანს/თმას. - ტოკოფეროლი (ვიტ. E) - ანტიოქსიდანტური მოქმედებით, იცავს კანს/თმას გარემოს მავნე ზემოქმედებისა და დაბინძურებისაგან. - არ შეიცავს პარაბენებს, მინერალურ ზეთებს, საღებავებს.