ეფიდაიჯესტი ტაბლეტი შუშხუნა #24

ეფიდაიჯესტი ტაბლეტი შუშხუნა #24

საფრანგეთი

ვიტავეა ლაბ. ნუტრისანტე
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: ქერის ექსტრაქტი-300მგ; ფრუქტოოლიგოსაქარიდები-100მგ; პაპაიას წვენი-70მგ; ანანასის ექსტრაქტი-50მგ; რძემჟავა ბაქტერიები: პროტეაზა და მალტოზა; (Bifidobacterium bifidum, Lactobacillus acidophilus)-10მგ; დამხმარე ნივთიერებები: დამატკბობელი: სორბიტოლი; მჟავაწარმომქმნელი: ლიმონის მჟავა; მჟავიანობის რეგულატორი: ნატრიუმის ბიკარბონატი; ალაოსა და ფორთოხლის ექსტრაქტი (Hordeum vulgare); ფრუქტოოლიგოსაქარიდი; პაპაიას ექსტრაქტი (Carica papaya); ანანასი (Ananas comosus); ნატურალური ფორთოხლის არომატი; დამხმარე ნივთიერება: პოლიეთილენგლიკოლი, ნატურალური ცუტრუსის არომატი სხვა ბუნებრივ არომატებთან ერთად; დამატკბობელი: ასპარტამი, ლაქტური ფერმენტები: Bifidobacterium bifidum; Lactobacillus acidophilus. ანტი-აგლომერანტი: სილიციუმის დიოქსიდი; დამატკბობელი: ასპარტამი, კალიუმის აცესულფამი. საღებავი: რიბოფლავინი; ეს პროდუქტი შეიცავს რძისა და სოიოს გლუტენს.
კვების ანალიზი 1 ტაბლეტისთვის
ალაოს ექსტრაქტი 300მგ.
ფრუქტოოლიგოსაქარიდი 100მგ.
პაპაიას ექსტრაქტი 70მგ.
ანანასის ექსტრაქტი 50მგ.
ლაქტური ფერმენტები (Bifidobacterium
bifidum; Lactobacillus acidophilus) 10მგ.

ჩვენებები: ყაბზობის მკურნალობა და პროფილაქტიკა; კოლიტის პროფილაქტიკა; შებერილობა (მეტეორიზმი); გულძმარვა (მათ შორის ნაბახუსევზე); სიმძიმისა და დისკომფორტის შეგრძნება კუჭში ჭამის შემდეგ; საჭმლის მონელების პროცესის დაყოვნება; სიმძიმისა და დისკომფორტის შეგრძნება კუჭში ჭამის შემდეგ; მოთენთილობა და ძილიანობა საკვების მიღების შემდეგ; აკლიმატიზაციისას მონელების პროცესების დარღვევა; ეფიდაიჯესტის გამოყენება უსაფრთხოა ხანდაზმულებში და ორსულობის პერიოდში. გაათავისუფლებს პაციენტს პრობლემებისაგან 15 წუთზე ნაკლებ დროში. აქვს სასიამოვნო არომატი; სწრაფი და სტაბილური ეფექტი; ეფიდაიჯესტის გამოყენება უსაფრთხოა ხანდაზმულებში და ორსულობის პერიოდში.
ანანასის ექსტრაქტი (ბრომელაინი)-შლის ცილებსა და ცხიმებს; საგრძნობლად აუმჯობესებს საჭმლის მონელებას; აქრობს ანთებით პროცესებს მსხვილ და წვრილ ნაწლავში. ხელს უწყობს ორგანიზმიდან ქოლესტერინის სწრაფ გამოდევნას. ამ ფერმენტის მოქმედება საფუძვლად უდევს ცნობილ ანანასის დიეტებს.
პაპაია (პაპაინი)-მიეკუთვნება პროტეოლიზურ ფერმენტებს; მონაწილეობს ცილების დაშლაში. აღადგენს ფერმენტულ უკმარისობას და ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. პაპაია არეგულირებს კუჭის მოქმედებას. აღმოფხვრის მეტეორიზმს, გულძმარვას, ტკივილსა და სიმძიმის შეგრძნებას საკვების მიღების შემდეგ. აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. დადებითად მოქმედებს კუჭის წყლულის დროს.
ქერის ექსტრაქტი-მდიდარია პროტეაზით და მალტოზით ანუ ფერმენტებით, რომლებიც ახორციელებენ ნახშირწყლების მონელებას და აუმჯობესებენ საკვები ნივთიერებების შეთვისებას.
რძემჟავა ბაქტერიები (bifidobacterium bifidum, lactobacillus acidophilus) ასტიმულირებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მომნელებელი ფერმენტების გამომუშავებას და აღადგენენ ნაწლავურ ფლორას.

უპირატოსობები: ნატურალური კომპონენტები; სწრაფი და სტაბილური ეფექტი; არ აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს; მოქმედებს საჭმლის მონელების ყველა ეტაპზე; ინიშნება სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში; ეფიდაიჯესტის გამოყენება შეიძლება ხანგრძლივად, რადგან არ იწვევს შეჩვევას; აქვს სასიამოვნო არომატი.

დოზირება და მიღების წესი: მოზრდილებში თითო შუშხუნა ტაბლეტი გახსნილი 1 ჭიქა წყალში ორჯერ დღეში ჭამის შემდეგ ან როგოგც კი საჭირო გახდება მისი მიღება. მკურნალობის კურსი 2 კვირა. მუცელში სიმძიმის, შებერილობის და დისკომფორტის მოსახსნელად შესაძლებელია პრეპარატის ერთჯერადი მიღება ჭამის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოშვების ფორმა: 24 შუშხუნა ტაბლეტი.

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი: ივ პონროი (YVES PONROY) საფრანგეთი
ლაბორატორია ნუტრიზანტე (NUTRISANTE)
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვიტავეა ლაბ. ნუტრისანტე
ქვეყანა
საფრანგეთი
ჯენერიკი
ალაოს ექსტრაქტი+ფრუქტოოლიგოსაქარიდები+პაპაია+ანანასი+ბიფიდობაქტერიები+ლაქტობაქტერიები
ფორმა
ტაბლეტი შუშხუნა
რაოდენობა შეფუთვაში
24
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი