ჩვენებები: აღნიშნული სამკურნალო საშუალება ნაჩვენებია გაციების და მწვავე ვირუსული დაავადებების ხანმოკლე სიმპტომური მკურნალობისთვის 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, რომლებსაც აღენიშნებათ ცხელება, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, ცხვირის „გაჭედვა“, კუნთების ტკივილი და პროდუქტიული ხველა.
დოზირება და მიღების წესი დოზირება 6-12 წლის ბავშვები 10 მლ სიროფი (ერთი დოზა) 6-8 საათიანი ინტერვალით. დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 4 დოზას, ხოლო ორ დოზას შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 6 საათზე ნაკლები. 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები 20 მლ სიროფი (ორი დოზა) 6-8 საათიანი ინტერვალით. დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 8 დოზას, ხოლო ორ დოზას შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 6 საათზე ნაკლები. მკურნალობის ჩატარება რეკომენდებულია ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით, რომელიც საჭიროა მოსალოდნელი ეფექტის მისაღწევად. მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა ექიმის კონსულტაციის გარეშე: 3 დღე. 6 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვები აღნიშნული პრეპარატი არ გამოიყენება 6 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში ან 20 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში, თუ ექიმი პირდაპირ არ დანიშნავს. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ორ დოზას შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 8 საათზე ნაკლები. მიღების მეთოდი პრეპარატი განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის. შეავსეთ სიროფით საზომი კოვზი ნიშნულამდე. გარეცხეთ და გააშრეთ კოვზი ყოველი გამოყენების შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. შენახვის ვადა პირველი გახსნის შემდეგ: 3 თვე არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე. შეინახეთ თავისივე შეფუთვაში.