დოპელ ჰერც ომეგა-3 ვიტ A+D+E+C საბავშვო კაფსულა #30
დოპელ ჰერც ომეგა-3 ვიტ A+D+E+C საბავშვო კაფსულა #30

დოპელ ჰერც ომეგა-3 ვიტ A+D+E+C საბავშვო კაფსულა #30

გერმანია

ქვაისერ ფარმა
პროდუქტის შესახებ

საღეჭი კაფსულები თევზის ქონითა და ვიტამინებით A, D, E და C.
დოპელჰერცი აქტივის საღეჭი კაფსულები შეიცავენ ესენციურ ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს
ვიტამინ A, D, C და E-თან კომბინაციაში, რაც მნიშვნელოვანია ჯანმრთელი სხეულის
განვითარებისათვის.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის განვითარებისთვის.
ბოლო დროინდელმა მეცნიერულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ ბავშვის საკვებ
რაციონში უჯერი ცხიმოვანი მჟავების დამატება დადებით ეფექტს ახდენდა კონცენტრაციაზე, სწავლასა და მეხსიერებაზე.
აღნიშნულ კვლევებზე დაყრდნობით შეიქმნა პროდუქტი დოპელჰერცი აქტივი ომეგა-3 + ვიტამინი A+D+E+C ბავშვებისათვის. საღეჭი კაფსულები ლიმონის არომატით ბალანსი
რებული რაოდენობით შეიცავენ ორაგულის სუფთა ცხიმს, მნიშვნელოვან ესენციურ
ცხიმოვან მჟავებს: DHA (დოკოზაჰექსენის მჟავა) და EPA (ეიკოზაპენტენის მჟავა), ასევე
ბავშვის ზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელ ვიტამინების კომბინაციას.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების დადებითი ეფექტი
ბავშვის ზრდის პროცესში ხშირად აღინიშნება კონცენტრაციის ნაკლებობა, სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები და ყურადღების პრობლემები.
მიზეზი შესაძლოა იყოს ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების არასაკმარისი მიღება საკვებიდან,
მაგალითად ერთფეროვანი ანუ არაბალანსირებული კვება.
თევზის (მაგ; თინუსი, სკუმბრია, ქაშაყი), მცენარეული ცხიმების და მწვანე ბოსტნეულის
მიღებისას ორგანიზმს მიეწოდება აღნიშნული ესენციური ცხიმოვანი მჟავები. დოპელ-
ჰერცი აქტივი, ომეგა-3 + ვიტამინი A+D+E+C ბავშვებისათვის მიღება აკმაყოფილებს
ორგანიზმის დღიურ ინტელექტუალურ და ფსიქიკურ მოთხოვნებს, ხელს უწყობს ბავშვის ზრდის პროცესში ნერვული სისტემის ნორმალურ განვითარებას და აუმჯობესებს
მეხსიერებისა და ყურადღების უნარს.

ზრდისა და განვითარების პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ვიტამინი A და D, ვინაიდან ვიტამინი D მნიშვნელოვანია ძვლის მეტაბოლიზმისათვის, მათ შორის
როგორიცაა კალციუმის ჩალაგება ძვლებსა და კბილებში.
ვიტამინები C და E ხელს უწყობს იმუნური სისტემის ფუნქციონირებასა და სხეულის
ბუნებრივ დაცვას.

ერთი კაფსულა შეიცავს:
323 მგ თევზის ქონს (მინ. 25მგ ეიკოზაპენტენის მჟავა, მინ. 130 მგ დოკოზაჰექსენის მჟავა), 200 სg ვიტამინი A, 1.25 სg ვიტამინი D, 2.5 მგ ვიტამინი E, 30 მგ ვიტამინი C.

მიღების წესი:
მიიღება თითო კაფსულა დღეში. შესაძლებელია კაფსულის დაღეჭვა ან გადაყლაპვა
კვების დროს საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად. არ უნდა მოხდეს საწყისი
დღიური დოზის გადაჭარბება. საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული
სხვადასხვა რაციონის სანაცვლოდ.
პროდუქტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ენერგეტიკული ღირებულება:
1 კაფსულა შეესაბამება -21 კჯ;
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ქვაისერ ფარმა
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
თევზის ქონი (ომეგა-3)+ვიტ ა+ვიტ ც+ვიტ დ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი